
იოანე 7:26 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
აჰა, აშკარად ლაპარაკობს და არაფერს ეუბნებიან. ნუთუ მართლა ცნეს მთავრებმა, რომ ეს არის ჭეშმარიტი ქრისტე?
იოანე 7:26 · საქართველოს საპატრიარქო
ეკლესიაში საკითხავი: 26 მაისი, 2027, ოთხშაბათი: აღდგომის 4 კვირა (სახარება).
იოანე 7:26 კონტექსტში
7:24იმის მიხედვით ნუკი სჯით, რაც გეჩვენებათ, არამედ მართალი მსჯავრით განსაჯეთ.
7:25ხოლო ზოგიერთი იერუსალიმელი ამბობდა: ეს ხომ არ არის, ვისაც მოსაკლავად ეძებენ?
7:26აჰა, აშკარად ლაპარაკობს და არაფერს ეუბნებიან. ნუთუ მართლა ცნეს მთავრებმა, რომ ეს არის ჭეშმარიტი ქრისტე?
7:27მაგრამ ჩვენ ხომ ვიცით, სადაურია; ქრისტე კი, როდესაც მოვა, არავის ეცოდინება, საიდან არის.
7:28მაშინ იესომ, ტაძარში რომ ასწავლიდა, შეღაღადა და თქვა: მეც მიცნობთ და ისიც იცით, სადაური ვარ; მაგრამ ჩემით კი არ მოვსულვარ, არამედ ჭეშმარიტია ჩემი მომავლინებელი, რომელსაც თქვენ არ იცნობთ.
პარალელური ადგილები: იოანე 7:26
- ტიმოთეს მიმართ ბ 1:7რადგანაც ღმერთმა მოშიშების სული როდი მოგვცა, არამედ ძლიერების, სიყვარულისა და თავდაჭერისა.
- ტიმოთეს მიმართ ბ 1:8მაშ, ნუ გრცხვენია ჩვენი უფლის მოწმობისა, და ნურც ჩემი, მისი ტყვისა, არამედ ჩემთან ერთად ევნე სახარებისათვის, ღვთის ძალით,
- იოანე 7:48ნუთუ მთავართაგან ან ფარისეველთაგან ვინმემ ირწმუნა მისი?
- იოანე 11:47მაშინ შეკრიბეს მღვდელმთავრებმა და ფარისევლებმა სინედრიონი და თქვეს: რა ვქნათ? ეს კაცი მრავალ სასწაულს ახდენს.
- იოანე 11:53იმ დღიდან გადაწყვიტეს მოეკლათ იგი.
- იოანე 12:42ასევე მთავართაგანაც მრავალმა იწამა იგი, მაგრამ ფარისეველთა გამო ვეღარ აღიარეს, სინაგოგიდან მოკვეთის შიშით.
- ფსალმუნები 71:15ბაგენი ჩემი ილაპარაკებენ შენს სიმართლეზე, ყოველდღეა შველა შენმიერი, რადგან არ ვიცი მათი რიცხვი.
- ფსალმუნები 71:16შევალ უფალი ღმერთის ძლიერებით, გავიხსენებ შენს სიმართლეს, მხოლოდ შენსას.
განაგრძე კითხვა: იოანე 7
სრულად წაიკითხე: იოანე 7 · გახსენი ბიბლიის მკითხველში