
იოანე 7:48 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
ნუთუ მთავართაგან ან ფარისეველთაგან ვინმემ ირწმუნა მისი?
იოანე 7:48 · საქართველოს საპატრიარქო
ეკლესიაში საკითხავი: 20 ივნისი, 2027, აღდგომის მე-8 კვირიაკე: წმიდა სამების დღესასწაული (სახარება).
იოანე 7:48 კონტექსტში
7:46მსახურებმა მიუგეს: არასოდეს კაცს არ ულაპარაკია ისე, როგორც ლაპარაკობს ეს კაცი.
7:47ფარისევლებმა უთხრეს მათ: ნუთუ თქვენც გაცდუნათ?
7:48ნუთუ მთავართაგან ან ფარისეველთაგან ვინმემ ირწმუნა მისი?
7:49მაგრამ ეს ხალხი, რომელმაც არ იცის რჯული, დაწყევლილია.
7:50უთხრა მათ ნიკოდემემ, რომელიც ღამით მივიდა მასთან, და თვითონაც ერთი მათგანი იყო:
პარალელური ადგილები: იოანე 7:48
- იოანე 12:42ასევე მთავართაგანაც მრავალმა იწამა იგი, მაგრამ ფარისეველთა გამო ვეღარ აღიარეს, სინაგოგიდან მოკვეთის შიშით.
- კორინთელთა მიმართ ა 1:20სად არის ბრძენი? სად არის მწიგნობარი? ან ამ საუკუნის მაძიებელი? განა სიშლეგედ არ აქცია ღმერთმა სიბრძნე ამქვეყნიური?
- იოანე 7:26აჰა, აშკარად ლაპარაკობს და არაფერს ეუბნებიან. ნუთუ მართლა ცნეს მთავრებმა, რომ ეს არის ჭეშმარიტი ქრისტე?
- კორინთელთა მიმართ ა 2:8სიბრძნეს, რომელიც ვერ შეიცნო ვერცერთმა მთავარმა ამა ქვეყნისა, ვინაიდან, რომ შეეცნოთ, ჯვარს აღარ აცვამდნენ დიდების უფალს.
- იოანე 7:50უთხრა მათ ნიკოდემემ, რომელიც ღამით მივიდა მასთან, და თვითონაც ერთი მათგანი იყო:
- მათეს სახარება 11:25იმ ხანად იესომ პასუხად თქვა: გადიდებ, მამაო, ცისა და მიწის უფალო, ვინაიდან ბრძენთა და გონიერთ დაუფარე ყოველივე ეს, და გაუცხადე ჩვილ ბალღებს.
- კორინთელთა მიმართ ა 1:22ვინაიდან იუდეველებიც სასწაულებს მოითხოვენ და ბერძნები ეძებენ სიბრძნეს.
- კორინთელთა მიმართ ა 1:28უგვარონი ამა ქვეყნისა, უბადრუკნი და არარსნი გამოარჩია ღმერთმა, რათა არად აქციოს არსნი,
განაგრძე კითხვა: იოანე 7
სრულად წაიკითხე: იოანე 7 · გახსენი ბიბლიის მკითხველში