
იოანე 7:31, მნიშვნელობა: რას ამბობენ ეკლესიის მამები
ხალხში მრავალმა იწამა იგი და თქვა: როდესაც ქრისტე მოვა, ნუთუ იმაზე მეტ სასწაულს მოახდენს, რაც ამან მოახდინა?
იოანე 7:31 · საქართველოს საპატრიარქო
რას ამბობენ ეკლესიის მამები: იოანე 7:31
1 განმმარტებელი
ნიკოლოზ ველიმიროვიჩი20 საუკუნე “ხედავთ, ჩემო ძმებო, რომ თავმდაბლობისა და თვინიერების გარეშე ადამიანს არ შეუძლია ჭეშმარიტების შეცნობა და არც სიხარული მისით? ხედავთ, როგორ არ აძლევენ ამპარტავნები და შურიანები ღმერთსაც კი უფლებას, მათზე მაღლა იდგეს? ისევე, როგორც ეს ერთ დროს სატანამ ჩაიდინა!”
იოანე 7:31 კონტექსტში
7:29მე კი ვიცნობ, ვინაიდან მისგან ვარ და მან მომავლინა.
7:30ამიტომ ეძებდნენ შესაპყრობად, მაგრამ ვერავინ დაადო ხელი, ვინაიდან ჯერ კიდევ არ მოსულიყო მისი ჟამი.
7:31ხალხში მრავალმა იწამა იგი და თქვა: როდესაც ქრისტე მოვა, ნუთუ იმაზე მეტ სასწაულს მოახდენს, რაც ამან მოახდინა?
7:32ეს მითქმა-მოთქმა რომ გაიგონეს ხალხში, ფარისეველებმა და მღვდელმთავრებმა მსახურები გაგზავნეს მის შესაპყრობად.
7:33ხოლო იესომ თქვა: ცოტა ხანსაც დავყოფ თქვენთან და ჩემს მომავლინებელს მივუბრუნდები.
პარალელური ადგილები: იოანე 7:31
- იოანე 12:42ასევე მთავართაგანაც მრავალმა იწამა იგი, მაგრამ ფარისეველთა გამო ვეღარ აღიარეს, სინაგოგიდან მოკვეთის შიშით.
- მათეს სახარება 12:23უკვირდა ხალხს და ამბობდა: ეს ხომ არ არის დავითის ძეო?
- იოანე 10:41ბევრი მიდიოდა მასთან და ეუბნებოდა, რომ იოანეს არ მოუხდენია არავითარი სასწაული, მაგრამ ყველაფერი, რაც მასზე თქვა, მართალი იყო.
- იოანე 10:42და იქ ბევრმა ირწმუნა იგი.
- იოანე 9:16ზოგიერთი ფარისეველი ამბობდა: ის კაცი ღმრთისაგან არ არის, რაკიღა არ იცავს შაბათს, სხვები კი ამბობდნენ: როგორ შეუძლია ცოდვილ კაცს ამნაირ სასწაულთა მოხდენა? და იყო ცილობა მათ შორის.
- იოანე 11:45მაშინ მარიამთან მისულმა ბევრმა იუდეველმა, რომლებმაც იხილეს, რაც მოახდინა იესომ, ირწმუნა იგი.
- იოანე 8:30ამას რომ ამბობდა, ბევრმა ირწმუნა იგი.
- იოანე 8:32შეიცნობთ ჭეშმარიტებას და ჭეშმარიტება გაგათავისუფლებთ თქვენ.
განაგრძე კითხვა: იოანე 7
სრულად წაიკითხე: იოანე 7 · გახსენი ბიბლიის მკითხველში