
იოანე 10:42, მნიშვნელობა: რას ამბობენ ეკლესიის მამები
რას ამბობენ ეკლესიის მამები: იოანე 10:42
12 განმმარტებელი · ყველა უფასო ანგარიშით
იოანე ოქროპირი4 საუკუნე “ამრიგად, ‘მრავალმა ირწმუნა მისი’. და რატომაც არა? ხომ ახსოვდათ იოანეს სიტყვები, მისზე რომ ამბობდა, ჩემზე უძლიერესია, ნათელია, სიცოცხლეა, ჭეშმარიტებაა. ხომ ახსოვდათ ზეციდან გარდამოსული ხმა და სულიწმიდა, მტრედის სახით რომ გამოჩნდა და მასზე მიუთითებდა. ამას ემატებოდა სასწაულები, რომელთაც საკუთარი თვალით ხედავდნენ.”
მთელი განმარტება
ამრიგად, “მრავალმა ირწმუნა მისი”. და რატომაც არა? ხომ ახსოვდათ იოანეს სიტყვები, მისზე რომ ამბობდა, ჩემზე უძლიერესია, ნათელია, სიცოცხლეა, ჭეშმარიტებაა. ხომ ახსოვდათ ზეციდან გარდამოსული ხმა და სულიწმიდა, მტრედის სახით რომ გამოჩნდა და მასზე მიუთითებდა. ამას ემატებოდა სასწაულები, რომელთაც საკუთარი თვალით ხედავდნენ.
თუკი იოანეს უნდა ვენდოთ, ფიქრობდნენ ისინი, მით უფრო ქრისტეს! თუკი იოანეს, სასწაულების გარეშე, მით უფრო ქრისტეს, რომელსაც იოანეს მოწმობასთან ერთად სასწაულებიც ახლავს!
ხედავთ, რაოდენი სარგებელი მოუტანა ამ ადგილას ყოფნამ და ბოროტი ადამიანებისგან განრიდებამ? ამიტომაც ცდილობს უფალი ხშირად განარიდოს თავისიანები ბოროტთა საზოგადოებას. ძველ აღთქმაშიც ასე მოიქცა, როდესაც უდაბნოში, ეგვიპტელთაგან მოშორებით, ასწავლიდა და აკურთხებდა ისრაელს.
იგივეს გვიბრძანებს ჩვენც, როდესაც გვირჩევს, გავექცეთ ხმაურს, ბაზარსა და შფოთს და ვილოცოთ მდუმარედ, ჩვენს სულიერ სენაკში. მშვიდი ზღვა უვნებლად ატარებს ხომალდს, ასევეა სულიც, ამაო საქმეებით დატვირთული რომ არ არის, სიმშვიდეს პოვებს. ამიტომაც, ქალები უფრო გონიერნი უნდა იყვნენ, ვიდრე მამაკაცები, რადგან ისინი უფრო მეტად არიან მიჯაჭვულნი სახლის საქმეებზე.
იაკობი შემთხვევით როდი იყო “მშვიდი”, რადგან სახლში ცხოვრობდა და გარეგანი საზრუნავისაგან თავისუფალი იყო. წმინდა წერილი უმიზეზოდ როდი აღნიშნავს, რომ იგი “კარვებში” ცხოვრობდა (დაბ. 25:27).
მაგრამ სახლშიც ხომ ბევრი საზრუნავია, იტყვით თქვენ. დიახ, მაგრამ ეს იმიტომ, რომ თქვენ თვითონ გინდათ ასე და თავადვე იხვევთ თავს უამრავი საზრუნავით. მამაკაცი, ბაზარში თუ სასამართლოში ყოფნისას, გარეგანი საზრუნავითაა მოცული, როგორც ტალღებით. ქალი კი, სახლში მჯდომი, თითქოს სიბრძნის სავანეშია და გონება მობილიზებული აქვს, რათა ილოცოს, იკითხოს და სხვა სათნო საქმე აკეთოს.
უდაბნოში მცხოვრებთ არავინ აწუხებთ, ასევე ქალსაც, რომელიც ყოველთვის სახლშია, შეუძლია მუდმივად ტკბებოდეს სიმშვიდით. თუკი ზოგჯერ გარეთ გასვლის აუცილებლობა დადგება, მაშინაც კი არ არსებობს შეშფოთების მიზეზი. ქალს გარეთ გასვლა ან ტაძარში მოსასვლელად სჭირდება, ან აბანოში სხეულის დასაბანად. დანარჩენ დროს კი სახლში ატარებს. ამიტომაც, მას შეუძლია თავად იყოს გონიერი და შინ დაბრუნებულ აღელვებულ მეუღლეს ანუგეშებდეს, დაამშვიდოს. Გაფანტოს ზედმეტი და მძიმე ფიქრები და ამგვარად, კვლავ გაუშვას იგი ბაზარში, ოღონდ უკვე იმ უსიამოვნებების გარეშე, რაც თან მოჰქონდა. Კარგი განწყობით, რომელიც სახლში შეიძინა.
კირილე ალექსანდრიელი5 საუკუნე ავგუსტინე ჰიპონელი5 საუკუნე თეოფილაქტე ბულგარელი11 საუკუნე ევთიმე ზიგაბენოსი11 საუკუნე ალექსანდრე გორსკი19 საუკუნე ბოგოლეპოვი დ. პ.19 საუკუნე გლადკოვი ბ. ი.19 საუკუნე მიხეილი (ლუზინი)19 საუკუნე ნიკოლაი ალექსანდროვი19 საუკუნე ფილარეტი (გუმილევსკი)19 საუკუნე ვლასტოვი გ. კ.19 საუკუნე
1 / 12
ან ბიბლიის მკითხველში უფასო ანგარიშით: წაიკითხე ყველა 12 განმარტება.
ჩვენს ბიბლიოთეკაში
იოანე 10:42 კონტექსტში
პარალელური ადგილები: იოანე 10:42
- იოანე 4:41და უფრო მეტმა ირწმუნა მისი სიტყვების გამო.
- იოანე 2:23იერუსალიმში, პასექის დღესასწაულზე ყოფნისას, ბევრმა იწამა მისი სახელი, ვინაიდან ხედავდნენ სასწაულებს, რომლებსაც ახდენდა იგი.
- იოანე 7:31ხალხში მრავალმა იწამა იგი და თქვა: როდესაც ქრისტე მოვა, ნუთუ იმაზე მეტ სასწაულს მოახდენს, რაც ამან მოახდინა?
- იოანე 12:42ასევე მთავართაგანაც მრავალმა იწამა იგი, მაგრამ ფარისეველთა გამო ვეღარ აღიარეს, სინაგოგიდან მოკვეთის შიშით.
- იოანე 8:30ამას რომ ამბობდა, ბევრმა ირწმუნა იგი.
- იოანე 4:39და იმ ქალაქის მკვიდრმა მრავალმა სამარიელმა ირწმუნა იგი ქალის სიტყვებით, რომელიც მოწმობდა: ყველაფერი მითხრა, რაც მიქნიაო.
- იოანე 11:45მაშინ მარიამთან მისულმა ბევრმა იუდეველმა, რომლებმაც იხილეს, რაც მოახდინა იესომ, ირწმუნა იგი.
განაგრძე კითხვა: იოანე 10
სრულად წაიკითხე: იოანე 10 · გახსენი ბიბლიის მკითხველში





