
იოანე 8:40, მნიშვნელობა: რას ამბობენ ეკლესიის მამები
ახლა კი მოსაკლავად მეძებთ მე, ვინც გაუწყეთ ჭეშმარიტება, რაც ღმერთისაგან ვისმინე. აბრაამს ეს არ უქნია.
იოანე 8:40 · საქართველოს საპატრიარქო
ეკლესიაში საკითხავი: 29 მაისი, 2027, შაბათი: აღდგომის 4 კვირა (სახარება).
რას ამბობენ ეკლესიის მამები: იოანე 8:40
10 განმმარტებელი · ყველა უფასო ანგარიშით
იოანე ოქროპირი4 საუკუნე “ხშირად ახსენებს მაცხოვარი მათ ბოროტ ზრახვებს და აბრაამის სახელს იმოწმებს. რატომ? რათა განაშოროს ისინი ამ ნათესაობას, გააქროს მათი ამაოება და დაარწმუნოს, რომ ხსნის იმედი არა აბრაამზე და ხორციელ ნათესაობაზე, არამედ სულიერ განწყობაზე დაამყარონ.”
მთელი განმარტება
ხშირად ახსენებს მაცხოვარი მათ ბოროტ ზრახვებს და აბრაამის სახელს იმოწმებს. რატომ? რათა განაშოროს ისინი ამ ნათესაობას, გააქროს მათი ამაოება და დაარწმუნოს, რომ ხსნის იმედი არა აბრაამზე და ხორციელ ნათესაობაზე, არამედ სულიერ განწყობაზე დაამყარონ.
მათთვის ხომ სწორედ ეს იყო მთავარი დაბრკოლება ქრისტესთან მისასვლელად, ფიქრობდნენ, რომ ხორციელი ნათესაობა სრულიად საკმარისი იყო საცხოვნებლად. მაგრამ რას გულისხმობს მაცხოვარი ჭეშმარიტებაში? იმას, რომ იგი მამის თანასწორია. ამისთვის ეძებდნენ იუდეველნი მის მოკვლას, როგორც თავად ბრძანებს: “ეძიებთ მოკლვად ჩემდა, რამეთუ ჭეშმარიტებაი გითხარ თქუენ, რომელი-იგი მესმა მამისა ჩემისაგან” (იოან. 8:40).
იმის საჩვენებლად, რომ ეს მამის ნებას არ ეწინააღმდეგება, კვლავ მას მიმართავს. მაშ, რა არის მისი საქმეები? სიმშვიდე, შემწყნარებლობა, მორჩილება. თქვენ კი პირიქით იქცევით, ურჩები და სასტიკები ხართ.
ეფრემ ასური4 საუკუნე ევსები კესარიელი4 საუკუნე კირილე ალექსანდრიელი5 საუკუნე ავგუსტინე ჰიპონელი5 საუკუნე თეოფილაქტე ბულგარელი11 საუკუნე ევთიმე ზიგაბენოსი11 საუკუნე გლადკოვი ბ. ი.19 საუკუნე ლოპუხინი ა. პ.19 საუკუნე მიხეილი (ლუზინი)19 საუკუნე
1 / 10
ან ბიბლიის მკითხველში უფასო ანგარიშით: წაიკითხე ყველა 10 განმარტება.
ჩვენს ბიბლიოთეკაში
იოანე 8:40 კონტექსტში
8:38მე ვამბობ იმას, რაც მამაჩემთან მიხილავს, თქვენ კი რაც მამათქვენთან გიხილავთ, იმას აკეთებთ.
8:39მიუგეს და უთხრეს მას: ჩვენი მამა აბრაამია. უთხრა მათ იესომ: აბრაამის შვილები რომ იყოთ, საქმესაც აბრაამისას გააკეთებდით.
8:40ახლა კი მოსაკლავად მეძებთ მე, ვინც გაუწყეთ ჭეშმარიტება, რაც ღმერთისაგან ვისმინე. აბრაამს ეს არ უქნია.
8:41თქვენ მამათქვენის საქმეს აკეთებთ. უთხრეს: სიძვისგან როდი ვშობილვართ; ერთი მამა გვყავს - ღმერთი.
8:42უთხრა მათ იესომ: ღმერთი რომ იყოს მამათქვენი, გეყვარებოდით, ვინაიდან ღმრთისაგან გამოვედი და მოვედი, რადგანაც ჩემით კი არ მოვსულვარ, არამედ მან მომავლინა.
პარალელური ადგილები: იოანე 8:40
- იოანე 8:26ბევრი რამ მაქვს თქვენთვის სათქმელი და განსასჯელი; მაგრამ ჩემი მომავლინებელი ჭეშმარიტია, და რაც მისგან მსმენია, ქვეყანასაც იმასვე ვეტყვი.
- გალატელთა მიმართ 4:29და როგორც მაშინ ხორციელად შობილი სდევნიდა სულიერს, ასევე ახლაც.
- გალატელთა მიმართ 4:16მერედა, ნუთუ მტრად გექეცით იმის შედეგად, რომ ჭეშმარიტებას გიქადაგებთ?
- გამოცხადება 12:12მაშ, ხარობდეთ ზეცანო და ზეცის მკვიდრნო! მაგრამ ვაი მიწას და ზღვას, რადგანაც თქვენში ჩამოგდებულ იქნა ეშმაკი, აღსავსე სასტიკი რისხვით, ვინაიდან იცის, რომ ცოტაღა დარჩა ხანი.
- გამოცხადება 12:13და როცა იხილა ურჩხულმა, რომ დაემხო ქვეყნად, დევნა დაუწყო ქალს, რომელმაც შვა ვაჟი.
- იოანეს ეპისტოლე ა 3:12ისე კი არა, როგორც კაენს, რომელიც ბოროტისაგან იყო და მოკლა თავისი ძმა; მერედა, რისთვის მოკლა? იმიტომ, რომ ბოროტი იყო მისი საქმე, ხოლო მისი ძმისა - მართალი.
- იოანეს ეპისტოლე ა 3:15ყველა, ვისაც სძულს თავისი ძმა, კაცისმკვლელია; თქვენ კი იცით, რომ არცერთ კაცისმკვლელს არ აქვს საუკუნო სიცოცხლე, თვით მასშივე დამკვიდრებული.
- ფსალმუნები 37:32ბოროტი უთვალთვალებს წმიდანს და მის მოკვლას აპირებს.
განაგრძე კითხვა: იოანე 8
სრულად წაიკითხე: იოანე 8 · გახსენი ბიბლიის მკითხველში





