
იოანე 8:42, მნიშვნელობა: რას ამბობენ ეკლესიის მამები
უთხრა მათ იესომ: ღმერთი რომ იყოს მამათქვენი, გეყვარებოდით, ვინაიდან ღმრთისაგან გამოვედი და მოვედი, რადგანაც ჩემით კი არ მოვსულვარ, არამედ მან მომავლინა.
იოანე 8:42 · საქართველოს საპატრიარქო
ეკლესიაში საკითხავი: 29 მაისი, 2027, შაბათი: აღდგომის 4 კვირა (სახარება).
რას ამბობენ ეკლესიის მამები: იოანე 8:42
11 განმმარტებელი · ყველა უფასო ანგარიშით
იოანე ოქროპირი4 საუკუნე “მაგრამ ის ართმევს მათ ამ პატივსაც (ჰყავდეთ მამად ღმერთი). ყოველივე ზემოთქმულით დაამტკიცა, რომ ისინი ღვთისგან კი არა, ეშმაკისგან არიან, ვინაიდან კაცის კვლაც ეშმაკის საქმეა და სიცრუეც (იოან. 8:44), თქვენ კი ორივეს აკეთებთ. ახლა კი გვიჩვენებს, რომ სიყვარული ღვთისგან წარმომავლობის ნიშანია.”
მთელი განმარტება
მაგრამ ის ართმევს მათ ამ პატივსაც (ჰყავდეთ მამად ღმერთი). ყოველივე ზემოთქმულით დაამტკიცა, რომ ისინი ღვთისგან კი არა, ეშმაკისგან არიან, ვინაიდან კაცის კვლაც ეშმაკის საქმეა და სიცრუეც (იოან. 8:44), თქვენ კი ორივეს აკეთებთ. ახლა კი გვიჩვენებს, რომ სიყვარული ღვთისგან წარმომავლობის ნიშანია.
ისინი ამბობდნენ, რომ მას ღვთისადმი მოშურნეობის გამო დევნიდნენ. ამიტომაც ცდილობს უფალი ყველგან აჩვენოს, რომ მისი დევნა ღვთის სიძულვილია. პირიქით, მისი სიყვარული ღვთის შეცნობაა. მაშასადამე, თქვენი ურწმუნოება იმის მანიშნებელი კი არ არის, რომ მე უცხო ვარ ღვთისთვის, არამედ იმის, რომ თქვენ არ იცნობთ ღმერთს.
რა არის ამის მიზეზი? თქვენ გსურთ იცრუოთ და ეშმაკის საქმეები აკეთოთ. ეს კი სულის სიღატაკიდან მომდინარეობს, როგორც პავლე მოციქული ამბობს: “ვინაიდან, სადაც შური და ჩხუბია თქვენში, ხორციელნი არა ხართა?” (1 კორ. 3:3).
“გამოვედი”, ეს გამოთქმა იმაზე მიუთითებს, რომ ის ღვთისგან არის. ამბობს “გამოვედი”, რითაც ჩვენთან მისვლას გულისხმობს. შეიძლებოდა ეთქვათ: შენ რაღაც უცნაურსა და ახალს ამბობ. ამიტომაც დასძენს, რომ ღვთისგან მოვიდა. ნუთუ ეს არ არის საკმარისი იმის დასადასტურებლად, რომ ის ჭეშმარიტად ღვთის სიტყვაა?
ილარიუსი პუატიელი4 საუკუნე კირილე ალექსანდრიელი5 საუკუნე ავგუსტინე ჰიპონელი5 საუკუნე თეოფილაქტე ბულგარელი11 საუკუნე ევთიმე ზიგაბენოსი11 საუკუნე ბოგოლეპოვი დ. პ.19 საუკუნე გლადკოვი ბ. ი.19 საუკუნე მიხეილი (ლუზინი)19 საუკუნე ფილარეტი (გუმილევსკი)19 საუკუნე ვლასტოვი გ. კ.19 საუკუნე
1 / 11
ან ბიბლიის მკითხველში უფასო ანგარიშით: წაიკითხე ყველა 11 განმარტება.
ჩვენს ბიბლიოთეკაში
იოანე 8:42 კონტექსტში
8:40ახლა კი მოსაკლავად მეძებთ მე, ვინც გაუწყეთ ჭეშმარიტება, რაც ღმერთისაგან ვისმინე. აბრაამს ეს არ უქნია.
8:41თქვენ მამათქვენის საქმეს აკეთებთ. უთხრეს: სიძვისგან როდი ვშობილვართ; ერთი მამა გვყავს - ღმერთი.
8:42უთხრა მათ იესომ: ღმერთი რომ იყოს მამათქვენი, გეყვარებოდით, ვინაიდან ღმრთისაგან გამოვედი და მოვედი, რადგანაც ჩემით კი არ მოვსულვარ, არამედ მან მომავლინა.
8:43რატომ არ გესმით ჩემი ნათქვამი? იმიტომ, რომ არ შეგიძლიათ ყური უგდოთ ჩემს სიტყვას.
8:44თქვენ მამათქვენის - ეშმაკისაგან ხართ და მამათქვენის სურვილთა აღსრულება გსურთ. დასაბამითვე კაცის მკვლელი იყო იგი და ჭეშმარიტებაში ვერ დაემკვიდრა, ვინაიდან ჭეშმარიტება არ არის მასში, და როცა სიცრუეს ამბობს, თავისას ამბობს, ვინაიდან ცრუ არის და სიცრუის მამა.
პარალელური ადგილები: იოანე 8:42
- იოანე 12:49ვინაიდან ჩემდა თავად არაფერი მითქვამს, არამედ მამამ, რომელმაც მომავლინა, მომცა მე მცნება, რა ვთქვა, ან რა ვილაპარაკო.
- იოანე 14:10ნუთუ არა გწამს, რომ მე მამაში ვარ და მამა - ჩემში. სიტყვებს, რომლებსაც გეუბნებით, ჩემით როდი გეუბნებით, არამედ ჩემში მყოფი მამა აკეთებს საქმეს.
- იოანე 17:8რადგანაც შენგან მოცემული სიტყვები მათ მივეცი, ხოლო მათ მიიღეს და სცნეს ჭეშმარიტად, რომ შენგან გამოვედი, და ირწმუნეს, რომ შენ მომავლინე.
- იოანე 17:25მამაო მართალო! ქვეყანამ ვერ გიცნო, მე კი გიცანი, და მათაც სცნეს, რომ შენ მომავლინე.
- იოანე 15:23ჩემს მოძულეს მამაჩემიც სძულს.
- იოანე 15:24რომ არ მექმნა მათ შორის საქმენი, სხვას რომ არავის უქმნია; არ ექნებოდათ ცოდვა; ახლა კი მიხილეს და მომიძულეს მეცა და მამაჩემიც.
- მალაქია 1:6შვილი პატივს სცემს მამას და ყმა - თავის ბატონს. თუ მამა ვარ, სად არის ჩემი პატივისცემა? თუ მათი ბატონი ვარ, სად არის ჩემდამი შიში? თქვენ გეუბნებათ ცაბაოთ უფალი, მღვდლებო, ჩემი სახელის შეურაცხმყოფელნო; თქვენ კი ამბობთ: რითი შეურაცხვყავით შენი სახელიო?
- იოანე 1:14სიტყვა ხორცად იქცა და დაემკვიდრა ჩვენ შორის, მადლითა და ჭეშმარიტებით სავსე. და ვიხილეთ დიდება მისი, დიდება მხოლოდშობილისა მამის მიერ.
განაგრძე კითხვა: იოანე 8
სრულად წაიკითხე: იოანე 8 · გახსენი ბიბლიის მკითხველში





