
იოანე 9:35, მნიშვნელობა: რას ამბობენ ეკლესიის მამები
იესომ რომ გაიგო, გამოაგდესო, მონახა იგი და უთხრა: გწამს კაცის ძე?
იოანე 9:35 · საქართველოს საპატრიარქო
ეკლესიაში საკითხავი: 6 ივნისი, 2027, აღდგომის მე-6 კვირა (სახარება).
რას ამბობენ ეკლესიის მამები: იოანე 9:35
10 განმმარტებელი · ყველა უფასო ანგარიშით
იოანე ოქროპირი4 საუკუნე “ჭეშმარიტებისა და ქრისტეს აღსარებისთვის დევნილნი განსაკუთრებულ პატივს იმსახურებენ. ვინც ღვთის გულისათვის გასცემს, ის განსაკუთრებულად შეიძენს; ვინც მოიძულებს თავის სულს, ის განსაკუთრებულად შეიყვარებს მას. ვინც შეურაცხყოფას დაითმენს, ის განსაკუთრებულ პატივს მიიღებს.”
მთელი განმარტება
ჭეშმარიტებისა და ქრისტეს აღსარებისთვის დევნილნი განსაკუთრებულ პატივს იმსახურებენ. ვინც ღვთის გულისათვის გასცემს, ის განსაკუთრებულად შეიძენს; ვინც მოიძულებს თავის სულს, ის განსაკუთრებულად შეიყვარებს მას. ვინც შეურაცხყოფას დაითმენს, ის განსაკუთრებულ პატივს მიიღებს.
ასე მოხდა იმ ბრმასთან დაკავშირებითაც. იუდეველებმა გამოაძევეს ტაძრიდან, მაგრამ ტაძრის უფალმა იპოვა იგი. განდევნეს მომაკვდინებელი კრებულისაგან და ცხოველმყოფელ წყაროსთან აღმოჩნდა. ქრისტეს შეურაცხმყოფელთაგან შეურაცხყოფილი ანგელოზთა უფალმა განადიდა. აი, როგორია ჭეშმარიტებისთვის ჯილდო!
ჩვენც, თუ აქ გავცემთ ქონებას, იქ მოვიპოვებთ კადნიერებას. თუ აქ შევეწევით გაჭირვებულებს, ცათა შინა ჰპოვებთ განსვენებას. თუ ღვთის გულისათვის დავითმენთ შეურაცხყოფას, აქაც და იქაც პატივს მივიღებთ.
როდესაც ბრმა ტაძრიდან გააძევეს, იესომ იპოვა იგი. მახარებელი გვიჩვენებს, რომ ქრისტე სწორედ ამისთვის მიდიოდა, რომ მას შეხვედროდა. და შეხედეთ, რით აჯილდოებს მას, უპირველესი სიკეთით. უცხადებს თავს ბრმას, რომელსაც მანამდე არ იცნობდა და თავის მოწაფეებში ირიცხავს.
ყურადღება მიაქციეთ, რა სიზუსტით მოგვითხრობს ამ ამბავს მახარებელი. როდესაც ქრისტემ ჰკითხა: “გწამს თუ ძე ღვთისა?”, ბრმა პასუხობს: “ვინ არის იგი?” მას ჯერ კიდევ არ იცნობდა, თუმცა მისგან ჰქონდა მიღებული განკურნება. სანამ კეთილისმყოფელთან მივიდოდა, ბრმა იყო, ხოლო განკურნების შემდეგ იმ ძაღლებმა ათრიეს.
ქრისტე, როგორც ბრძოლის დამწყები, ისე იღებს მას, როგორც ბრძოლაში გამოცდილსა და გვირგვინოსანს. რას ეუბნება? “გწამს თუ ძე ღვთისა?” რას ნიშნავს ეს? იუდეველებთან ამდენი კამათის შემდეგ, ბრმას ამდენი სიტყვის შემდეგ, ეკითხება: “გწამს თუ?” ეკითხება არა უმეცრების გამო, არამედ სურს, რომ გაუხსნას საკუთარი თავი და აჩვენოს, თუ რამდენად აფასებს მის რწმენას. ამბობს, რომ ამდენმა ადამიანმა მლანძღა, მაგრამ მათ ყურადღებას არ ვაქცევ. მხოლოდ ერთზე ვზრუნავ, რომ შენ ირწმუნო. სჯობს ერთი, რომელიც უფლის ნებას აღასრულებს, ათას უსამართლოს. “გწამს თუ ძე ღვთისა?” ისე ეკითხება, რომ აგრძნობინებს, რომ ის აქ არის და პასუხს ისმენს და წინასწარ აღძრავს მასში სიყვარულს მის მიმართ. უცებ არ უთქვამს: “ირწმუნე”, არამედ შეკითხვა შესთავაზა.
აი, რა ხდება შემდეგ. რაკი კეთილი ბრძოლით იბრძოდა და ღვთის სადიდებლად იღვაწა და მთელი სიმამაცით აღიარა მაცხოვარი, ამასობაში. Მთელი არენა მისი ღვაწლით იყო სავსე, თვით მებრძოლი გარეთ გააძევეს, გვირგვინის მიუღებლად, ბრძოლის განმგებელი პოულობს მას მოედნის გარეთ. “იესომ გაიგო, რომ გააძევეს იგი და იპოვა იგი და უთხრა მას”. აი, რა შესანიშნავი სიტყვებია: “პოულობს მას!” ვისაც შეცდომა უნდა, რომ დაღუპოს, მას ჭეშმარიტება პოულობს. რატომ იპოვა იგი? მაცხოვარმა დაინახა, რომ მისი სული მადლიერებით იყო სავსე, დაინახა, რომ ჯერ კიდევ არაფერი იცოდა და მხოლოდ წინასწარმეტყველად თვლიდა მას, მაგრამ მასზე ისე საუბრობდა, როგორც ღმერთზე, იმიტომ, რომ საუბარი ქრისტეზე იყო. რას ამბობდა მასზე? რომ ის წინასწარმეტყველია. მაცხოვარმა თავისთვის თქვა: თუ ახლა, როდესაც მას წინასწარმეტყველად თვლის და ჩვეულებრივ ადამიანად მიიჩნევს, ისე იღწვის, რას არ გააკეთებს, როდესაც შეიცნობს ღვთაებრიობის დიდებას? თუ ახლა, როდესაც მასში ადამიანს ხედავს და წინასწარმეტყველს უწოდებს, ისე იცავს ჭეშმარიტებას და ასეთ ბრძოლას იწყებს ჯერ კიდევ სრულიად მოუმზადებელი. Მხოლოდ ერთი კეთილი საქმით განათლებული, თუ ადამიანი დაიცვა და ჭეშმარიტებას არ გადაუხვია, მაშინ დაფიქრდი, რას იზამს. Ისწავლის სახარებისეულად თქმას: “პირველად იყო სიტყვა და სიტყვა იყო ღმერთთან და სიტყვა იყო ღმერთი” (იოან. 1:1)?
აი, მაცხოვარი, რომელმაც მიიღო მისი ღვაწლი და ბეჭედი დაასვა მის რწმენას, სრულყოფს მის ცოდნას. მაცხოვარი ხვდება ბრმას, მაგრამ მას გარეგნულად არ იცნობს იგი. როდესაც სილოამის კურთხეველში გაგზავნა დასაბანად, ბრმა გაგზავნა, ხოლო როდესაც თვალხილული დაბრუნდა, მაცხოვარი, რომელიც ხალხში შეერია, ვერ დაინახა და თანაც, სანამ უფალს დაინახავდა, სინედრიონში გამოიძახეს, სადაც ბრძოლა უნდა გაეწია. ტალახი კი უფალმა მანამდე გააკეთა, სანამ ის დაიბანდა და თვალებზე წაისვამდა, სწორედ იმისთვის, რომ მისი ბუნებრივი ნაკლი შეევსო. აი, როდესაც განკურნებული გააძევეს, ქრისტემ, იპოვა იგი და უთხრა მას: “გწამს თუ ძე ღვთისა?” არ უნდა გწამდეს იმისი, ვისთვისაც იღწვი, როგორც წინასწარმეტყველის, არამედ როგორც ძე ღვთისა. მან, რომელმაც სახე არ იცოდა, მისი ხმა იცნო. “გწამს თუ ძე ღვთისა?”
ილარიუსი პუატიელი4 საუკუნე კირილე ალექსანდრიელი5 საუკუნე ავგუსტინე ჰიპონელი5 საუკუნე თეოფილაქტე ბულგარელი11 საუკუნე ევთიმე ზიგაბენოსი11 საუკუნე ნიკიფორე (თეოტოკისი)18 საუკუნე გლადკოვი ბ. ი.19 საუკუნე მიხეილი (ლუზინი)19 საუკუნე ფილარეტი (გუმილევსკი)19 საუკუნე
1 / 10
ან ბიბლიის მკითხველში უფასო ანგარიშით: წაიკითხე ყველა 10 განმარტება.
ჩვენს ბიბლიოთეკაში
იოანე 9:35 კონტექსტში
9:33ღმრთისაგან რომ არ იყოს, ვერაფერსაც ვერ გახდებოდა.
9:34მიუგეს მათ და უთხრეს: მთლიანად ცოდვებში შობილი ხარ და ჩვენ გვასწავლი? და გამოაგდეს იგი.
9:35იესომ რომ გაიგო, გამოაგდესო, მონახა იგი და უთხრა: გწამს კაცის ძე?
9:36მიუგო მან და თქვა: ვინ არის, უფალო, რომ ვიწამო?
9:37უთხრა მას იესომ: შენ გინახავს იგი; ვინც გელაპარაკება, სწორედ ის არის.
პარალელური ადგილები: იოანე 9:35
- იოანე 20:31ესენი კი დაიწერა, რათა ირწმუნოთ, რომ იესო არის ქრისტე, ძე ღმრთისა, და მორწმუნეებს გქონდეთ სიცოცხლე მისი სახელით.
- იოანეს ეპისტოლე ა 5:13ეს მოგწერეთ, ღვთის ძის სახელის მორწმუნენო, რათა იცოდეთ, რომ გაქვთ საუკუნო სიცოცხლე.
- იოანე 10:36მას, ვინც წმიდა-ყო და ამ ქვეყნად მოავლინა მამამ, ეუბნებით, ღმერთსა გმობო, რაკიღა ვთქვი: მე ვარ ძე ღმრთისა?
- იოანე 20:28მიუგო თომამ და უთხრა მას: უფალი ჩემი და ღმერთი ჩემი!
- ფსალმუნები 2:12ეამბორეთ ძეს, რომ არ განრისხდეს იგი და არ დაიღუპოთ გზაში, რადგან მალე აღიგზნება რისხვა მისი. ნეტარ არს ყველა, ვინც მასზეა მინდობილი.
- იოანეს ეპისტოლე ა 5:10ვისაც სწამს ძე ღვთისა, თავის თავშივე აქვს მოწმობა; ვისაც არა სწამს ღმერთი, ცრუდ სახავს მას, ვინაიდან არა სწამს მოწმობა, რომლითაც ღმერთმა გვიმოწმა თავისი ძე.
- მოციქულთა საქმენი 8:36ამასობაში მგზავრები წყალს მიადგნენ და საჭურისმა თქვა: აჰა, წყალი, რა მიშლის ხელს, რომ მოვინათლო?
- იოანე 3:15რათა ყოველი მისი მორწმუნე კი არ წარწყმდეს, არამედ ჰქონდეს საუკუნო სიცოცხლე.
განაგრძე კითხვა: იოანე 9
სრულად წაიკითხე: იოანე 9 · გახსენი ბიბლიის მკითხველში





