
ფსალმუნი 2:12 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
ეამბორეთ ძეს, რომ არ განრისხდეს იგი და არ დაიღუპოთ გზაში, რადგან მალე აღიგზნება რისხვა მისი. ნეტარ არს ყველა, ვინც მასზეა მინდობილი.
ფსალმუნი 2:12 · საქართველოს საპატრიარქო
ფსალმუნი 2:12 კონტექსტში
2:10ახლა კი გონს მოდით, მეფენო! განისწავლენით, ქვეყნის მსაჯულნო!
2:11ემსახურეთ უფალს შიშით და შეჰღაღადეთ თრთოლვით.
2:12ეამბორეთ ძეს, რომ არ განრისხდეს იგი და არ დაიღუპოთ გზაში, რადგან მალე აღიგზნება რისხვა მისი. ნეტარ არს ყველა, ვინც მასზეა მინდობილი.
პარალელური ადგილები: ფსალმუნი 2:12
- ფსალმუნები 40:4ნეტარ არს კაცი, ვინც უფალზე ამყარებს იმედს, და არ მიმართავს კადნიერთ და სიცრუის მოტრფიალეთ.
- იოანე 5:23რათა ყველანი პატივს სცემდნენ ძეს, როგორც პატივს სცემენ მამას, რადგან ვინც პატივს არა სცემს ძეს, არც მამასა სცემს პატივს, რომელმაც მოავლინა იგი.
- ფსალმუნები 84:12უფალო ძალთა! ნეტარია კაცი შენზე მონდობილი.
- ფსალმუნები 34:8განიცადეთ და ნახეთ, რომ კარგია უფალი; ნეტარება იმ კაცს, ვინც მასზეა მინდობილი.
- ესაია 30:18მაინც სურს უფალს თქვენი შეწყალება და მაინც აღდგება თქვენს შესაბრალებლად, რადგან სამართლის ღმერთია უფალი, ნეტარია ყოველი მისი მოესავი.
- იერემია 17:7კურთხეულია კაცი, რომელიც ესავს უფალს და უფალია მისი საესავი.
- თესალონიკელთა მიმართ ბ 1:8რათა ცეცხლის ალით იძიოს შური მათზე, ვინც არ სცნობს ღმერთს და ეურჩება ჩვენი უფლის იესოს სახარებას,
- თესალონიკელთა მიმართ ბ 1:9ვინც სასჯელად მიიზღავს საუკუნო წარწყმედას უფლის სახისა და მისი ძალმოსილების დიდებისაგან,
განაგრძე კითხვა: ფსალმუნი 2
სრულად წაიკითხე: ფსალმუნი 2 · გახსენი ბიბლიის მკითხველში