
იონა 2:9 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
მე კი მსხვერპლს შემოგწირავ სამადლობელი სიტყვით; შევასრულებ, რაც აღთქმული მაქვს. უფლისგან არის ხსნა!
იონა 2:9 · საქართველოს საპატრიარქო
ეკლესიაში საკითხავი: 1 მაისი, 2027, დიდი და წმინდა შაბათი (მწუხრი).
იონა 2:9 კონტექსტში
2:7როცა სულს ვღაფავდი, ვახსენე უფალი და ჩემმა ვედრებამ შენამდე შეაღწია შენს წმიდა ტაძარში.
2:8ამაოებათა მსახურნი ვერ ეღირსებიან წყალობას!
2:9მე კი მსხვერპლს შემოგწირავ სამადლობელი სიტყვით; შევასრულებ, რაც აღთქმული მაქვს. უფლისგან არის ხსნა!
პარალელური ადგილები: იონა 2:9
- ფსალმუნები 3:8უფლისაგან არის ხსნა და შენი კურთხევა შენს ერზე. სელა.
- ფსალმუნები 50:14მადლობა შესწირე ღმერთს და შეუსრულე უზენაესს აღთქმები შენი.
- ეკლესიასტე 5:4თუ ღმერთს აღთქმას მისცემ, ნუ დააყოვნებ მის აღსრულებას, რადგან უპირონი არად ვარგანან. რასაც აღუთქვამ, აღუსრულე.
- ეკლესიასტე 5:5სჯობს არ აღუთქვა, ვიდრე აღთქმული არ აღუსრულო.
- ებრაელთა მიმართ 13:15ამიტომ მისი მეშვეობით გამუდმებით ვწირავდეთ ღმერთს ქების მსხვერპლს, ანუ ბაგეთა ნაყოფს, რომელნიც აღიარებენ მის სახელს.
- ფსალმუნები 50:23მადლობის შემომწირავი განმადიდებს მე და ვინც სწორ გზას დაადგება, მას ვუჩვენებ შველას ღმერთისას“.
- ოსეა 14:2შეიგონეთ სიტყვები და მიიქეცით უფლისკენ. უთხარით, სრულიად აგვხადე-თქო უკეთურება, მიითვალე სიკეთე და ხბოების ნაცვლად ჩვენს ბაგეებს შემოგწირავთ-თქო მსხვერპლად.
- ფსალმუნები 116:17შენ შემოგწირავ ქების შესაწირავს და უფლის სახელს მოვუხმობ.
განაგრძე კითხვა: იონა 2
სრულად წაიკითხე: იონა 2 · გახსენი ბიბლიის მკითხველში