
ეკლესიასტე 5:4 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
თუ ღმერთს აღთქმას მისცემ, ნუ დააყოვნებ მის აღსრულებას, რადგან უპირონი არად ვარგანან. რასაც აღუთქვამ, აღუსრულე.
ეკლესიასტე 5:4 · საქართველოს საპატრიარქო
ეკლესიასტე 5:4 კონტექსტში
5:2ნუ გისწრებს ენა და გული შენი ნუ გაჩქარის სიტყვის წარმოთქმას ღვთის წინაშე, რადგან ღმერთი ცაშია, შენ კი - მიწაზე. ამიტომ იკმარე ცოტა სიტყვები.
5:3როგორც მრავლადაა სიზმარში ამბები, ისე მრავალსიტყვაა უგუნურის ნაუბარი.
5:4თუ ღმერთს აღთქმას მისცემ, ნუ დააყოვნებ მის აღსრულებას, რადგან უპირონი არად ვარგანან. რასაც აღუთქვამ, აღუსრულე.
5:5სჯობს არ აღუთქვა, ვიდრე აღთქმული არ აღუსრულო.
5:6ნუ ათქმევინებ შენს ბაგეებს ისეთ სიტყვას, რომ ცოდვაში ჩაიგდო თავი; ნურც იმართლებ თავს ანგელოსის წინაშე, შევცდიო. რად უნდა განრისხდეს ღმერთი შენს ხმაზე და დაღუპოს შენი ხელით ქმნილი?
პარალელური ადგილები: ეკლესიასტე 5:4
- რიცხვთა 30:2ვინც აღთქმას მისცემს უფალს ან ფიცით დაიფიცებს, რასმე აღუკვეთს თავისთავს, არ უნდა შეშალოს თავისი სიტყვა, ყველაფერი უნდა შეასრულოს, რაც მისი ბაგეებიდან არის გამოსული.
- მეორე სთვლისაება 23:21თუ აღთქმას დაუდებ უფალს, შენს ღმერთს, ნუ დააგვიანებ მის შესრულებას, რადგან მოიკითხავს მას შენგან უფალი, შენი ღმერთი, და ცოდვა დაგედება.
- მეორე სთვლისაება 23:23შეინახე შენი ბაგიდან გამომავალი სიტყვა და შეუსრულე, რაც აღთქმული გაქვს უფლის, შენი ღმერთისადმი, რაც წარმოთქვა შენმა ბაგემ.
- ფსალმუნები 76:11აღუთქვით და გადაუხადეთ უფალ ღმერთს; ყველამ - მის ირგვლივ მყოფმა, საჩუქარი მიუძღვნას საშიშს.
- მათეს სახარება 5:33კვლავაც გსმენიათ წინაპართა მიმართ თქმული: ნუ დაიფიცავ ტყუილად, არამედ შეუსრულე უფალს შენი ფიცი.
- ფსალმუნები 66:13მოვალ შენს სახლში შესაწირავებით, აღგისრულებ ჩემს აღთქმებს,
- ფსალმუნები 66:14რომ წარმოთქეეს ჩემმა ბაგეებმა და დაილაპარაკა ჩემმა პირმა ჩემი გაჭირვების ჟამს.
- ფსალმუნები 50:14მადლობა შესწირე ღმერთს და შეუსრულე უზენაესს აღთქმები შენი.
განაგრძე კითხვა: ეკლესიასტე 5
სრულად წაიკითხე: ეკლესიასტე 5 · გახსენი ბიბლიის მკითხველში