
იესო ნავეს ძე 1:12 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
რეუბენელებს, გადელებს და მენაშეს შტოს ნახევარს ასე უთხრა იესომ:
იესო ნავეს ძე 1:12 · საქართველოს საპატრიარქო
იესო ნავეს ძე 1:12 კონტექსტში
1:10უბრძანა იესომ ერის რჯულისკაცებს:
1:11მოიარეთ ბანაკი და გამოუცხადეთ ხალხს: გაიმზადეთ-თქო საგზალი, რადგან სამი დღის შემდეგ უნდა გახვიდეთ ამ იორდანეს გაღმა, რათა დაიმკვიდროთ ქვეყანა, რომელიც უფალმა, თქვენმა ღმერთმა მოგცათ დასამკვიდრებლად.
1:12რეუბენელებს, გადელებს და მენაშეს შტოს ნახევარს ასე უთხრა იესომ:
1:13გაიხსენეთ სიტყვა, რომელიც გამოგიცხადათ მოსემ, უფლის მორჩილმა: უფალი, თქვენი ღმერთი დაგასვენებთ და მოგცემთ ამ ქვეყანას.
1:14თქვენი ცოლები, თქვენი ბავშვები და თქვენი საქონელი დარჩეს ქვეყანაში, რომელიც მოგცათ მოსემ იორდანეს გაღმა; თქვენ კი შეჭურვილნი გაუძეღიი თქვენს ძმებს, მეომრებო, და შეეწიეთ მათ,
პარალელური ადგილები: იესო ნავეს ძე 1:12
განაგრძე კითხვა: იესო ნავეს ძე 1
სრულად წაიკითხე: იესო ნავეს ძე 1 · გახსენი ბიბლიის მკითხველში