
რიცხვთა 32:20 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
უთხრა მათ მოსემ: თუ ასე მოიქცევით, თუ შეიჭურვებით საომრად უფლის წინაშე,
რიცხვთა 32:20 · საქართველოს საპატრიარქო
რიცხვთა 32:20 კონტექსტში
32:18არ დავბრუნდებით სახლებში, ვიდრე არ დაიმკვიდრებს თითოეული ისრაელიანი თავის სამკვიდროს.
32:19რადგან არ დავიმკვიდრებთ მათთან ერთად იორდანეს გაღმა და იქით, რადგან იორდანეს გამოღმა, აღმოსავლეთის შეგხვდება სამკვიდრო.
32:20უთხრა მათ მოსემ: თუ ასე მოიქცევით, თუ შეიჭურვებით საომრად უფლის წინაშე,
32:21და შეჭურვილი გადავა თითოეული თქვენგანი იორდანეს გაღმა უფლის წინაშე, ვიდრე არ აყრის უფალი თავის მტრებს თავის წინაშე,
32:22და არ დაემორჩილება ქვეყანა უფალს, მერე გაბრუნდებით და უბრალონი იქნებით უფალთან და ისრაელთან, თქვენი საკუთრება გახდება ეს ქვეყანა უფლის წინაშე.
პარალელური ადგილები: რიცხვთა 32:20
- იესო ნავეს ძე 4:12გადავიდნენ რეუბენიანები, გადიანები და მენაშეს შტოს ნახევარი ისრაელიანთა თვალწინ საომარი წყობით, როგორც ნათქვამი ჰქონდა მათთვის მოსეს.
- იესო ნავეს ძე 4:13ორმოციათასამდე იარაღასხმული კაცი გავიდა გაღმა უფლის წინაშე იერიხონის ველზე საბრძოლველად.
- მეორე სთვლისაება 3:18ასე გიბრძანეთ მაშინ: უფალმა, თქვენმა ღმერთმა, მოგცათ ეს ქვეყანა დასამკვიდრებლად; დარაზმულნი წარუძეღით წინ თქვენს ძმებს, ისრაელიანებს, ვინც - გულადები ხართ.
- მეორე სთვლისაება 3:20ვიდრე უფალი თქვენსავით არ დააბინავებს თქვენს ძმებსაც და ისინიც არ დაიმკვიდრებენ ქვეყანას, რომელსაც მისცემს მათ უფალი, მათი ღმერთი, იორდანეს გაღმა. მერე დაბრუნდებით ყველანი თავ-თავის სამკვიდროში, რომელიც მოცემული მაქვს თქვენთვის.
- იესო ნავეს ძე 1:13გაიხსენეთ სიტყვა, რომელიც გამოგიცხადათ მოსემ, უფლის მორჩილმა: უფალი, თქვენი ღმერთი დაგასვენებთ და მოგცემთ ამ ქვეყანას.
- იესო ნავეს ძე 1:15ვიდრე არ დაგასვენებთ უფალი თქვენ და თქვენს ძმებს, ვიდრე ისინიც არ დაიმკვიდრებენ ქვეყანას, რომელსაც აძლევს მათ უფალი. მერე დაბრუნდით თქვენს სამკვიდრო ქვეყანაში და დაიმკვიდრეთ ის, რომელიც მოგცათ მოსემ, უფლის მორჩილმა, იორდანეს გაღმა, აღმოსავლეთის მხარეს.
- იესო ნავეს ძე 22:2უთხრა მათ: თქვენ ასრულებდით ყველაფერს, რასაც მოსე, უფლის მორჩილი, გიბრძანებდათ. მეც ყურს მიგდებდით ყველაფერში, რასაც გიბრძანებდით.
- იესო ნავეს ძე 22:4ახლა კი დაასვენა უფალმა, თქვენმა ღმერთმა, თქვენი ძმები, როგორც ნათქვამი ჰქონდა მათთვის. ახლა გაბრუნდით და წადით თქვენ-თქვენს კარვებში, თქვენსკუთვნილ მიწაზე, რომელიც მოუცია თქვენთვის მოსეს, უფლის მორჩილს, იორდანეს გაღმა.
განაგრძე კითხვა: რიცხვთა 32
სრულად წაიკითხე: რიცხვთა 32 · გახსენი ბიბლიის მკითხველში