
იესო ნავეს ძე 10:28 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
იმავე დღეს აიღო იესომ მაკედა, მახვილით მოსრა იგი და მისი მეფე, მუსრი გაავლო მათ და ყველა სულიერს, რაც კი იქ იყო, არავინ დაუტოვებია ცოცხალი. ისევე მოექცა მაკედას მეფეს, როგორც იერიხონის მეფეს მოექცა.
იესო ნავეს ძე 10:28 · საქართველოს საპატრიარქო
იესო ნავეს ძე 10:28 კონტექსტში
10:26მერე დახოცა ისინი იესომ და ხუთ ხეზე ჩამოკიდა. ასე ეკიდნენ ხეებზე საღამომდე.
10:27მზის ჩასვლისას ბრძანა იესომ და ჩამოხსნეს ისინი ხეებიდან და იმ გამოქვაბულში დაყარეს, სადაც იმალებოდნენ, გამოქვაბულის ხვრელი კი დიდრონი ქვებით ამოყორეს და ასეა დღემდე.
10:28იმავე დღეს აიღო იესომ მაკედა, მახვილით მოსრა იგი და მისი მეფე, მუსრი გაავლო მათ და ყველა სულიერს, რაც კი იქ იყო, არავინ დაუტოვებია ცოცხალი. ისევე მოექცა მაკედას მეფეს, როგორც იერიხონის მეფეს მოექცა.
10:29გაემართა იესო და მასთან ერთად მთელი ისრაელი მაკედიდან ლიბნასაკენ და ბრძოლა გაუმართა ლიბნას.
10:30ჩაუგდო ხელში უფალმა ისრაელს ლიბნაც და მისი მეფეც. მოსრა მახვილით ის და ყველა სულიერი, რაც კი იქ იყო, არავინ დაუტოვებია ცოცხალი. ისევე მოექცა მის მეფეს, როგორც იერიხონის მეფეს მოექცა.
პარალელური ადგილები: იესო ნავეს ძე 10:28
- იესო ნავეს ძე 6:21გაანადგურეს ქალაქში ყველაფერი, რაც დასარისხებელი იყო: კაცი თუ ქალი, ყმაწვილი თუ მოხუცებული, ცხვარ-ძროხა თუ სახედარი.
- მეორე სთვლისაება 7:2ხელში ჩაგაგდებინებს და შენც დაამარცხებ მათ, დაარისხე ისინი, არ შეკრა მათთან კავშირი და არც დაინდო.
- ფსალმუნები 21:8შენი ხელი მისწვდება ყველა მტერს შენსას, მარჯვენა გაანადგურებს შენს მოძულეებს.
- ფსალმუნები 21:9ცეცხლოვან თონეს დაამსგავსებ მათ შენი რისხვის ჟამს; უფალი თავისი რისხვით დასწვავს, ხოლო ცეცხლი შთანთქავს მათ.
- კორინთელთა მიმართ ა 15:25რადგანაც მას მართებს სუფევა, ვიდრე ფეხქვეშ არ მოიქცევს თავის მტრებს.
- იესო ნავეს ძე 10:37აიღო ხებრონი და მოსრა იგი მახვილით მისი მეფითურთ, ყველა მისი ქალაქი და ყოველი სულიერი, რაც კი იქ იყო. არვინ დაუტოვებია ცოცხალი. ისევე მოექცა, როგორც ყეგლონს. გაანადგურა იგი და ყოველი სულიერი, რაც კი იქ იყო.
- იესო ნავეს ძე 10:30ჩაუგდო ხელში უფალმა ისრაელს ლიბნაც და მისი მეფეც. მოსრა მახვილით ის და ყველა სულიერი, რაც კი იქ იყო, არავინ დაუტოვებია ცოცხალი. ისევე მოექცა მის მეფეს, როგორც იერიხონის მეფეს მოექცა.
- მეორე სთვლისაება 20:16ოღონდ ამ ხალხთა ქალაქებიდან, რომლებიც უფალმა, შენმა ღმერთმა, მოგცა წილად, ერთი სულიც არ დატოვო ცოცხალი.
განაგრძე კითხვა: იესო ნავეს ძე 10
სრულად წაიკითხე: იესო ნავეს ძე 10 · გახსენი ბიბლიის მკითხველში