გადასვლა შინაარსზე
წინასწარმეტყველისა და მეფე დავითის ხატი, ნოვგოროდის სკოლა, მე-15 საუკუნე
წინასწარმეტყველი მეფე დავითი, მე-15 საუკუნე, ნოვგოროდის სკოლა. ეროვნული მუზეუმი, ოსლო, NG.M.01771. საჯარო დომენი.

იესო ნავეს ძე 10:29 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი

იესო ნავეს ძე 10:29

გაემართა იესო და მასთან ერთად მთელი ისრაელი მაკედიდან ლიბნასაკენ და ბრძოლა გაუმართა ლიბნას.

იესო ნავეს ძე 10:29 · საქართველოს საპატრიარქო

იესო ნავეს ძე 10:29 კონტექსტში

10:27მზის ჩასვლისას ბრძანა იესომ და ჩამოხსნეს ისინი ხეებიდან და იმ გამოქვაბულში დაყარეს, სადაც იმალებოდნენ, გამოქვაბულის ხვრელი კი დიდრონი ქვებით ამოყორეს და ასეა დღემდე.

10:28იმავე დღეს აიღო იესომ მაკედა, მახვილით მოსრა იგი და მისი მეფე, მუსრი გაავლო მათ და ყველა სულიერს, რაც კი იქ იყო, არავინ დაუტოვებია ცოცხალი. ისევე მოექცა მაკედას მეფეს, როგორც იერიხონის მეფეს მოექცა.

10:29გაემართა იესო და მასთან ერთად მთელი ისრაელი მაკედიდან ლიბნასაკენ და ბრძოლა გაუმართა ლიბნას.

10:30ჩაუგდო ხელში უფალმა ისრაელს ლიბნაც და მისი მეფეც. მოსრა მახვილით ის და ყველა სულიერი, რაც კი იქ იყო, არავინ დაუტოვებია ცოცხალი. ისევე მოექცა მის მეფეს, როგორც იერიხონის მეფეს მოექცა.

10:31გაემართა იესო და მასთან ერთად მთელი ისრაელი ლიბნიდან ლაქიშისკენ, ალყა შემოარტყა მას და ბრძოლა გაუმართა.

პარალელური ადგილები: იესო ნავეს ძე 10:29

განაგრძე კითხვა: იესო ნავეს ძე 10

სრულად წაიკითხე: იესო ნავეს ძე 10 · გახსენი ბიბლიის მკითხველში