
იესო ნავეს ძე 10:7 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
გავიდა იესო გილგალიდან მთელი ლაშქრითა და მაგარი ვაჟკაცებითურთ.
იესო ნავეს ძე 10:7 · საქართველოს საპატრიარქო
იესო ნავეს ძე 10:7 კონტექსტში
10:5შეიყარნენ და აიძრა ხეთი ამორეველი მეფე - იერუსალიმის მეფე, ხებრონის მეფე, იარმეთის მეფე, ლაქიშას მეფე და ყეგლონის მეფე თავ-თავიანთი ლაშქრითურთ და შემოადგნენ გაბაონს და დაუწყეს ბრძოლა.
10:6შეუთვალეს გაბანოელებმა იესოს გილგალის ბანაკში: ნუ აიღებ ხელს შენს მორჩილებაზე; გამოეშურე ჩვენკენ, გვიხსენი და მოგვეშველე, რადგან ჩვენ წინააღმდეგ შეიყარნენ ამორეველი მეფეები, მთაში მცხოვრებნი.
10:7გავიდა იესო გილგალიდან მთელი ლაშქრითა და მაგარი ვაჟკაცებითურთ.
10:8უთხრა უფალმა იესოს: ნუ შეგეშინდება მათი, რადგან თქვენს ხელში მყავს ისინი ჩაგდებული. ვერცერთი მათგანი ვერ დაგიდგება წინ.
10:9მოულოდნელად მიადგა მათ იესო, გილგალიდან მთელი ღამის ნავალი.
პარალელური ადგილები: იესო ნავეს ძე 10:7
- იესო ნავეს ძე 8:1უთხრა უფალმა იესოს: ნუ შეგეშინდება და ნუ შედრკები; თან წაიყვანე მთელი მეომარი ხალხი, ადექი და დაეცი ჰაღაის, იცოდე, შენს ხელში ჩამიგდია ჰაღაის მეფე, მისი ხალხი, მისი ქალაქი და მისი ქვეყანა.
- ესაია 8:12ნუ დაარქმევთ შეთქმულებას ყველაფერს, რასაც ეს ხალხი შეთქმულებას არქმევს და მისი შემაშინებელი ნუ შეგაშინებთ, ნუ შეგზარავთ.
- ესაია 8:14ის იქნება საწმიდარად და დაბრკოლების ლოდად და წაფორხილების კლდედ ისრაელის ორი სახლისთვის. ბადედ და მახედ იერუსალიმის მკვიდრისათვის.
განაგრძე კითხვა: იესო ნავეს ძე 10
სრულად წაიკითხე: იესო ნავეს ძე 10 · გახსენი ბიბლიის მკითხველში