
იესო ნავეს ძე 10:9 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
მოულოდნელად მიადგა მათ იესო, გილგალიდან მთელი ღამის ნავალი.
იესო ნავეს ძე 10:9 · საქართველოს საპატრიარქო
იესო ნავეს ძე 10:9 კონტექსტში
10:7გავიდა იესო გილგალიდან მთელი ლაშქრითა და მაგარი ვაჟკაცებითურთ.
10:8უთხრა უფალმა იესოს: ნუ შეგეშინდება მათი, რადგან თქვენს ხელში მყავს ისინი ჩაგდებული. ვერცერთი მათგანი ვერ დაგიდგება წინ.
10:9მოულოდნელად მიადგა მათ იესო, გილგალიდან მთელი ღამის ნავალი.
10:10ზარი დასცა მათ უფალმა ისრაელის წინაშე და დიდი მარცხი მიაყენა მათ იესომ გაბაონში. დაედევნა ბეთ-ხორონის შეღმართზე და მუსრავდა მათ ყაზეკამდე და მაკედამდე.
10:11ისრაელიანთაგან დევნილებს დიდხანს უშენდა ქვებს ციდან უფალი ბეთ-ხორონის ფერდობზე ხაზეკამდე და იხოცებოდნენ. ქვების სეტყვამ უფრო მეტი ხალხი გაწყვიტა, ვიდრე ისრაელიანთა მახვილმა.
პარალელური ადგილები: იესო ნავეს ძე 10:9
- იგავესნი 24:11იხსენი საკვდავად წაყვანილნი და დაიფარე დასახოცად განწირულნი.
- იგავესნი 24:12თუ იტყვი, აბა, ჩვენ ეს არ ვიცოდით, განა გულთამხილავი ვერ მიხვდება? განა ამას შენი სულის მფარველი ვერ გაიგებს? განა კაცს თავისი საქმეთაებრ არ მიაგებს?
- იგავესნი 22:29თუ გინახავს თავის საქმის ოსტატი კაცი? ის მეფეთა წინაშე დადგება და არ დადგება ბნელი ხალხის წინაშე.
- ეკლესიასტე 9:10რისი კეთების ძალაც შესწევს შენს ხელებს, აკეთე; რადგან არც საქმე, არც საფიქრალი, ცოდნა, ან სიბრძნე არ გაგყვება შავეთში, სადაც მიდიხარ.
- ტიმოთეს მიმართ ბ 2:3ამიტომ ჩემსავით დაითმინე ჭირი, როგორც ქრისტე იესოს კეთილმა მეომარმა.
- მეფეთა ა 11:9უთხრეს მოსულ მოციქულებს: ასე უთხარით გალაადის იაბეშის ხალხს: ხვალ, მზე რომ დააცხუნებს, მოგევლინებათ ხსნა. მივიდნენ მოციქულები და შეატყობინეს იაბეშელებს. მათაც გაიხარეს.
- მეფეთა ა 11:11მეორე დღეს სამ რაზმად გაჰყო საულმა ხალხი. დილის სახმილავზე შევიდნენ შუაგულ ბანაკში და შუადღის პაპანაქებამდე გაწყვიტეს ყამონელები. გადარჩენილნი კი ისე დაიფანტნენ, რომ ორს ერთად ვერ ნახავდა კაცი.
- ტიმოთეს მიმართ ბ 4:2იქადაგე სიტყვა, თავს ადექ დროულად თუ უდროოდ, ამხილე, შერისხე, შეაგონე მთელი დიდსულოვნებით და სწავლებით,
განაგრძე კითხვა: იესო ნავეს ძე 10
სრულად წაიკითხე: იესო ნავეს ძე 10 · გახსენი ბიბლიის მკითხველში