
იესო ნავეს ძე 11:1 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
როცა გაიგო ეს ამბები იაბონმა, ხაცორის მეფემ, შეუთვალა იობაბს, მადონის მეფეს, შიმრონის მეფეს, აქშაფის მეფეს,
იესო ნავეს ძე 11:1 · საქართველოს საპატრიარქო
იესო ნავეს ძე 11:1 კონტექსტში
11:1როცა გაიგო ეს ამბები იაბონმა, ხაცორის მეფემ, შეუთვალა იობაბს, მადონის მეფეს, შიმრონის მეფეს, აქშაფის მეფეს,
11:2და მეფეებს, რომლებიც იყვნენ ჩრდილოეთით მთაზე და ველზე ქინორეთის სამხრეთით, შეფელაში და ნაფთოთ-დორში, დასავლეთით,
11:3აღმოსავლეთის და დასავლეთის ქანაანელებს, ამორეველებს, ხეთელებს, ფერიზელებს, მთის იებუსელებს და ხერმონისძირა ხეთელებს მიცფას ქვეყანაში.
პარალელური ადგილები: იესო ნავეს ძე 11:1
- იესო ნავეს ძე 11:10მაშინვე გამობრუნდა იესო და აიღო ხაცორი, და მახვილით განგმირა მისი მეფე, რადგან წინათ ხაცორი ყველა ამ სამეფოს თავი იყო.
- იესო ნავეს ძე 10:3შეუთვალა ადონი-ცედეკმა, იერუსალიმის მეფემ, ჰოჰამს, ხებრონის მეფეს, ფირამს, იარმუთის მეფეს, იაფიაყს, ლაქიშის მეფეს, და დებირს, ყეგლონის მეფეს:
- იესო ნავეს ძე 10:4შემომიერთდით და დამეხმარეთ, რომ დავსაჯოთ გაბაონი, რადგან დაეზავა იესოს და ისრაელიანებს.
- ფსალმუნები 2:1რატომ ბობოქრობენ ხალხები და ერები ესწრაფიან ამაოებას?
- ფსალმუნები 2:4მკვიდრი ზეცისა გაიცინებს, უფალი აბუჩად აიგდებს მათ.
- ესაია 43:5ნუ გეშინია, რადგან შენთანა ვარ; აღმოსავლეთიდან მოვიყვან შენს ნატამალს და დასავლეთიდან შემოგკრებ.
- ესაია 43:7ყველა, ვინც ჩემი სახელით არის წოდებული და ვინც ჩემი დიდებისთვის შევქმენი, გამოვსახე და გავაჩინე.
- მსაჯულნი 4:2და უფალმა ხელში ჩაუგდო ისინი იაბინს, ქანაანის მეფეს, რომელიც ხაცორში მეფობდა და მხედართმთავრად ჰყავდა სისარა, რომელიც ხაროშეთ-გოიმში ცხოვრობდა.
განაგრძე კითხვა: იესო ნავეს ძე 11
სრულად წაიკითხე: იესო ნავეს ძე 11 · გახსენი ბიბლიის მკითხველში