
ფსალმუნი 2:4 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
მკვიდრი ზეცისა გაიცინებს, უფალი აბუჩად აიგდებს მათ.
ფსალმუნი 2:4 · საქართველოს საპატრიარქო
ფსალმუნი 2:4 კონტექსტში
პარალელური ადგილები: ფსალმუნი 2:4
- ფსალმუნები 37:13უფალი დასცინის მას, რადგან ხედავს, რომ მოდის მისი დღე.
- ფსალმუნები 59:8ხოლო შენ, უფალო, დასცინებ მათ, აბუჩად აიგდებ ყველა ხალხს.
- ესაია 40:22ის ზის მიწის კამარაზე და მისი მკვიდრნი კალიებს გვანან; გაფინა ცა მსუბუქი ქსოვილივით და კარავივით გაშალა საცხოვრებლად.
- იგავესნი 1:26და მეც გავიცინებ თქვენს უბედურებებზე, გავიხარებ, როცა თავზარი დაგეცემათ;
- ფსალმუნები 11:4უფალი თავის წმიდა ტაძარშია, ცაშია უფლის ტახტი; მისი თვალები იმზირებიან, ქუთუთოები ამოწმებენ ადამის შვილებს.
- ესაია 57:15რადგან ასე ამბობს მაღალი და აღზევებული, მარადმსუფევი და წმიდასახელიანი: მე ვსუფევ მაღალში და სიწმიდეში, მაგრამ მე ვარ ტანჯულთანაც და სულით გლახაკთან, რათა ცხოველვყო გლახაკთა სული და ცხოველვყო ტანჯულთა გული.
- ფსალმუნები 115:3ხოლო ჩვენი ღმერთი ზეცაშია; ყოველივე, რაც სურდა, მოიმოქმედა.
- ფსალმუნები 53:5იქ შეშინდნენ შიშით, სადაც არ იყო შიში, რადგან ღმერთი განაბნევს შენზე ამხედრებულთა ძვლებს: შენ შეარცხვენ მათ, რადგან ღმერთმა უკუაგდო ისინი.
განაგრძე კითხვა: ფსალმუნი 2
სრულად წაიკითხე: ფსალმუნი 2 · გახსენი ბიბლიის მკითხველში