
იესო ნავეს ძე 11:7 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
მოულოდნელად მიადგა მათ იესო მეომრებითურთ მერომის წყლებთან და დაესხა თავს.
იესო ნავეს ძე 11:7 · საქართველოს საპატრიარქო
იესო ნავეს ძე 11:7 კონტექსტში
11:5შეიყარა ყველა ეს მეფე, წავიდნენ და ერთად დაიბანაკეს მერიმის წყლებთან, რომ ისრაელიანებს შებრძოლებოდნენ.
11:6უთხრა უფალმა იესოს: ნუ შეგეშინდება მათი, რადგან ხვალ ამ დროსთვის ყველას შევმუსრავ ისრაელის წინაშე. მათ ცხენებს ძარღვები გადაუსერე და ცეცხლს მიეცი მათი ეტლები.
11:7მოულოდნელად მიადგა მათ იესო მეომრებითურთ მერომის წყლებთან და დაესხა თავს.
11:8ხელში ჩაუგდო ისინი უფალმა ისრაელიანებს. შეუტიეს და სდიეს დიდ ციდონამდე, მისრეფოთ-მაიმამდე და მიცფას ველამდე, აღმოსავლეთისკენ. მუსრი გაავლეს, ისე რომ ცოცხალი არვინ დაუტოვებიათ.
11:9ისე მოექცა მათ იესო, როგორც ნაბრძანები ჰქონდა მისთვის უფალს. მათ ცხენებს ძარღვები გადაუსერა და ცეცხლს მისცა ეტლები.
პარალელური ადგილები: იესო ნავეს ძე 11:7
- იესო ნავეს ძე 10:9მოულოდნელად მიადგა მათ იესო, გილგალიდან მთელი ღამის ნავალი.
- თესალონიკელთა მიმართ ა 5:2რადგან თქვენ თვითონაც მშვენივრად იცით, რომ დღე უფლისა მოვა, როგორც მპარავი ღამით.
- თესალონიკელთა მიმართ ა 5:3ვინაიდან როცა იტყვიან: მშვიდობა და უშიშობაო, სწორედ მაშინ დაატყდებათ თავზე სიკვდილი, როგორც ტკივილი - მშობიარეს, და ვერ წაუვლენ.
განაგრძე კითხვა: იესო ნავეს ძე 11
სრულად წაიკითხე: იესო ნავეს ძე 11 · გახსენი ბიბლიის მკითხველში