
იესო ნავეს ძე 12:2 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
სიხონ ამორეველთა მეფე, ხეშბონში მჯდარი, რომელსაც ეჭირა მხარე ყაროყერიდან მოკიდებული არნონის ხევის გაყოლებაზე და ხევის შუაწელი, გალაადის ნახევარი იაბოკის ხევამდე, ყამონელთა საზღვრამდე,
იესო ნავეს ძე 12:2 · საქართველოს საპატრიარქო
იესო ნავეს ძე 12:2 კონტექსტში
12:1აი, მეფეები, რომლებიც დაამარცხა იესომ და რომელთა ქვეყნებიც დაიკავეს მათ იორდანეს გაღმა, მზის აღმოსავლეთით, არნონის ხევიდან ხერმონის მთამდე და მთელი დაბლობი აღმოსავლეთით:
12:2სიხონ ამორეველთა მეფე, ხეშბონში მჯდარი, რომელსაც ეჭირა მხარე ყაროყერიდან მოკიდებული არნონის ხევის გაყოლებაზე და ხევის შუაწელი, გალაადის ნახევარი იაბოკის ხევამდე, ყამონელთა საზღვრამდე,
12:3დაბლობი ქინეროთის ზღვამდე აღმოსავლეთით და ყარაბას ზღვამდე ანუ მარილოვან ზღვამდე აღმოსავლეთით, ბეთ-იეშიმოთის გზის გაყოლებაზე სამხრეთით ფირგას კალთებამდე;
12:4ყოგის ქვეყანა, ბაშანის მეფისა, უკანასკნელი რეფაიმის, რომელიც ცხოვრობდა აშთაროთსა და ედრეიში,
პარალელური ადგილები: იესო ნავეს ძე 12:2
- შესაქმე 32:22ადგა ღამით, ხელი მოჰკიდა თავის ორ ცოლს, ორ მხევალს, თავის თერთმეტ შვილს და გავიდა ფონს იაბოკზე.
- მსაჯულნი 11:13უთხრა ყამონიანთა მეფემ იფთახის კაცებს: როცა ეგვიპტიდან გამოვიდა ისრაელი, ჩემი ქვეყანა დაიკავა არნონიდან იაბოკამდე და იორდანემდე. მშვიდობიანად დამიბრუნე იგი და დაგეხსნები.
- მეორე სთვლისაება 3:6გავანადგურეთ ისინი, როგორც მოვექეცით სიხონს, ხეშბონის მეფეს, როცა გავუნადგურეთ ყველა ქალაქი - მამრი, დედრი და ბავშვი.
- მეორე სთვლისაება 3:17ყარაბა და იორდანე საზღვრად, ქინერეთიდან ყარაბას ზღვამდე, მარილოვან ზღვამდე, ფისგას ფერდობებამდე აღმოსავლეთით.
- მსაჯულნი 11:22დაიმკვიდრეს ამორეველთა მთელი მიწა-წყალი არნონიდან იაბოკამდე და უდაბნოდან იორდანემდე.
- ფსალმუნები 135:11სიხონი, მეფე ამორეველთა, და ყოგი, მეფე ბაშანისა, და ყველა სამეფო ქანაანისა.
- ფსალმუნები 136:19სიხონი, მეფე ამორეველთა, რადგან უკუნისამდეა წყალობა მისი;
- ფსალმუნები 136:20ოგი, მეფე ბაშანისა, რადგან უკუნისამდეა წყალობა მისი.
განაგრძე კითხვა: იესო ნავეს ძე 12
სრულად წაიკითხე: იესო ნავეს ძე 12 · გახსენი ბიბლიის მკითხველში