
იესო ნავეს ძე 13:25 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
მათი იყო იაყზერი, გალაადის ყველა ქალაქი და ყამონელთა ქვეყნის ნახევარი ყაროყერიდან მოკიდებული რაბას ზემოთ,
იესო ნავეს ძე 13:25 · საქართველოს საპატრიარქო
იესო ნავეს ძე 13:25 კონტექსტში
13:23რეუბენიანთა საზღვარი იორდანეზე გადიოდა. ეს არის რეუბენიანთა სამკვიდროს საზღვარი მათ საგვარეულოთა მიხედვით, ქალაქები თავისი დაბებითურთ.
13:24მისცა მოსემ გადის ტომს, გადიანებს, მათ საგვარეულოთა მიხედვით.
13:25მათი იყო იაყზერი, გალაადის ყველა ქალაქი და ყამონელთა ქვეყნის ნახევარი ყაროყერიდან მოკიდებული რაბას ზემოთ,
13:26ხეშბონიდან რამათ-მიცფამდე და ბეტონიმამდე, მახანაიმიდან დაბირის საზღვრამდე;
13:27ველზე ბეთ-ხარამი, ბეთ-ნიმრა, სუქოთი და ცაფონი - სიხონის, ხეშბონის მეფის, სამეფოს დარჩენილი ნაწილი. მისი საზღვარი იორდანეზე გადიოდა ქინრეთის ზღვის კიდემდე იორდანეს გაღმა, აღმოსავლეთით.
პარალელური ადგილები: იესო ნავეს ძე 13:25
- მეორე სთვლისაება 3:11რადგან მხოლოდ ყოგი, ბაშანის მეფე, იყო დარჩენილი რეფაიმთა მოდგმიდან. აჰა, მისი საწოლი, რკინის საწოლი! აჰა, აქ არის ის ყამონიანთა რაბაში: მისი სიგრძე ათი წყრთაა, სიგანე - ოთხი წყრთა, მამაკაცის წყრთა.
- მეფეთა ბ 12:26ამასობაში იოაბი ებრძოდა ყამონიანთა რაბას და აიღო სამეფო ქალაქი.
- რიცხვთა 32:35ყატაროთ-შოფანი, იაყზერი და იაგბეჰა,
- მეფეთა ბ 11:1ერთი წლის შემდეგ, მეფეთა გამოსვლის ჟამს, გაგზავნა დავითმა იოაბი თავისი ხალხითურთ და მთელი ისრაელი. გაანადგურეს ყამონიანები და შემოადგნენ რაბას. დავითი კი იერუსალიმში დარჩა.
- რიცხვთა 21:26რადგან ხეშბონი ამორეველთა მეფის, სიხონის ქალაქი იყო. მან ბრძოლა გაუმართა მოაბის წინანდელ მეფეს და წაართვა მთელი ქვეყანა არნონამდე.
- რიცხვთა 21:30დავამხეთ, განადგურდა ხეშბონი დიბონამდე; გაგაუკაცრიელეთ ნოფახამდე, მედებას მახლობლად რომ არის!
- მეორე სთვლისაება 2:19და უახლოედები ყამონელთა ადგილებს. ნუ უმტრობთ მათ და ნუ წაეკიდებით, რადგან არ გაძლევ ყამონელთა ქვეყნის ადგილებს სამკვიდროდ, რადგან ლოტიანთათვის მაქვს მიცემული სამკვიდროდ.
- მსაჯულნი 11:13უთხრა ყამონიანთა მეფემ იფთახის კაცებს: როცა ეგვიპტიდან გამოვიდა ისრაელი, ჩემი ქვეყანა დაიკავა არნონიდან იაბოკამდე და იორდანემდე. მშვიდობიანად დამიბრუნე იგი და დაგეხსნები.
განაგრძე კითხვა: იესო ნავეს ძე 13
სრულად წაიკითხე: იესო ნავეს ძე 13 · გახსენი ბიბლიის მკითხველში