
იესო ნავეს ძე 13:27 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
ველზე ბეთ-ხარამი, ბეთ-ნიმრა, სუქოთი და ცაფონი - სიხონის, ხეშბონის მეფის, სამეფოს დარჩენილი ნაწილი. მისი საზღვარი იორდანეზე გადიოდა ქინრეთის ზღვის კიდემდე იორდანეს გაღმა, აღმოსავლეთით.
იესო ნავეს ძე 13:27 · საქართველოს საპატრიარქო
იესო ნავეს ძე 13:27 კონტექსტში
13:25მათი იყო იაყზერი, გალაადის ყველა ქალაქი და ყამონელთა ქვეყნის ნახევარი ყაროყერიდან მოკიდებული რაბას ზემოთ,
13:26ხეშბონიდან რამათ-მიცფამდე და ბეტონიმამდე, მახანაიმიდან დაბირის საზღვრამდე;
13:27ველზე ბეთ-ხარამი, ბეთ-ნიმრა, სუქოთი და ცაფონი - სიხონის, ხეშბონის მეფის, სამეფოს დარჩენილი ნაწილი. მისი საზღვარი იორდანეზე გადიოდა ქინრეთის ზღვის კიდემდე იორდანეს გაღმა, აღმოსავლეთით.
13:28ეს არის გადიანების სამკვიდრო მათ საგვარეულოთა მიხედვით - ქალაქები თავისი დაბებითურთ.
13:29მისცა მოსემ მენაშეს შტოს ნახევარს და მენაშეანთა ტომის ნახევრისა იყო მათ საგვარეულოთა მიხედვით.
პარალელური ადგილები: იესო ნავეს ძე 13:27
- შესაქმე 33:17ხოლო იაკობი სუქოთისკენ დაიძრა. აიშენა იქ სახლი და საქონელსაც დაუდგა კარვები. ამიტომაც უწოდა იმ ადგილს სახელად სუქოთი (ქარავანი).
- რიცხვთა 34:11შეფამიდან ეშვება საზღვარი რიბლასკენ, ყაინის აღმოსავლეთით. ეშვება საზღვარი და ეკვრის ქინერეთის ზღვის ნაპირს აღმოსავლეთით.
- რიცხვთა 32:36ბეთ-ნიმრა, ბეთ-ჰარანი, გამაგრებული ქალაქები და ფარეხები ცხვრისათვის.
- მეორე სთვლისაება 3:17ყარაბა და იორდანე საზღვრად, ქინერეთიდან ყარაბას ზღვამდე, მარილოვან ზღვამდე, ფისგას ფერდობებამდე აღმოსავლეთით.
- იესო ნავეს ძე 11:2და მეფეებს, რომლებიც იყვნენ ჩრდილოეთით მთაზე და ველზე ქინორეთის სამხრეთით, შეფელაში და ნაფთოთ-დორში, დასავლეთით,
- მსაჯულნი 8:14შეიპყრო ერთი ჭაბუკი სუქოთელი, გამოჰკითხა და ჩამოაწერინა სუქოთის სამოცდაჩვიდმეტი თავკაცისა და უხუცესის სახელი.
- მსაჯულნი 8:16მოიყვანა ქალაქის უხუცესები, მოიტანა უდაბნოს ნარ-ეკალი და იმით დასაჯა სუქოთელები.
- ლუკას სახარება 5:1ერთხელ, როცა ხალხი აწყდებოდა ღმრთის სიტყვის მოსასმენად, ხოლო თავად გენესარეთის ტბასთან იდგა,
განაგრძე კითხვა: იესო ნავეს ძე 13
სრულად წაიკითხე: იესო ნავეს ძე 13 · გახსენი ბიბლიის მკითხველში