
იესო ნავეს ძე 13:30 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
მათი სამფლობელო იყო მთელი ბაშანი მახანაიმიდან მოკიდებული - ყოგის, ბაშანის მეფის, მთელი სამეფო, იაირის ყველა სოფელი ბაშანში, სამოცი ქალაქი.
იესო ნავეს ძე 13:30 · საქართველოს საპატრიარქო
იესო ნავეს ძე 13:30 კონტექსტში
13:28ეს არის გადიანების სამკვიდრო მათ საგვარეულოთა მიხედვით - ქალაქები თავისი დაბებითურთ.
13:29მისცა მოსემ მენაშეს შტოს ნახევარს და მენაშეანთა ტომის ნახევრისა იყო მათ საგვარეულოთა მიხედვით.
13:30მათი სამფლობელო იყო მთელი ბაშანი მახანაიმიდან მოკიდებული - ყოგის, ბაშანის მეფის, მთელი სამეფო, იაირის ყველა სოფელი ბაშანში, სამოცი ქალაქი.
13:31გალაადის ნახევარი, ყაშთაროთი და ედრეი, ყოგისეული სამეფოს ქალაქები ბაშანში მიეცა მენაშეს ძის, მაქირის შთამომავლებს, მაქირიანთა ნახევარს საგვარეულოთა მიხედვით.
13:32ეს არის, რაც დაანაწილა სამკვიდროებად მოსემ მოაბის ველებზე იორდანის გაღმა, იერიხონის გასწვრივ აღმოსავლეთით.
პარალელური ადგილები: იესო ნავეს ძე 13:30
- იესო ნავეს ძე 13:26ხეშბონიდან რამათ-მიცფამდე და ბეტონიმამდე, მახანაიმიდან დაბირის საზღვრამდე;
- ნეშტთა შორისა ა 2:21მერე ხეცრონი გალაადის მამის ასულთან შევიდა და ცოლად შეირთო. მაშინ იგი სამოცი წლისა იყო. მასთან შეეძინა სეგუბი.
- ნეშტთა შორისა ა 2:23გეშურმა და არამმა წაართვა მათ იაირის დაბები, კენათი თავის ქალაქებიანად - სულ სამოცი ქალაქი. ყველა ესენი გალაადის მამის, მაქირის ძენი არიან.
- მეორე სთვლისაება 3:13დანარჩენი გალაადი და მთელი ბაშანი, ყოგის სამეფო, მენაშეს ნახევარ შტოს მივეცი, არგობის მთელი მხარე, ბაშანში შემავალი, რომელსაც რეფაიმების ქვეყანა ეწოდება.
- მეორე სთვლისაება 3:15მაქირს გალაადი მივეცი.
- რიცხვთა 32:39წავიდნენ მაქირ მენაშეს ძეს შთამომავალნი გალაადში, აიღეს იგი და განდევნეს იქ მცხოვრები ამორეველნი.
- რიცხვთა 32:41იაირ მენაშეს ძე კი წავიდა და აიღო მათი სოფლები და დაარქვა მათ იაირის სოფლები.
განაგრძე კითხვა: იესო ნავეს ძე 13
სრულად წაიკითხე: იესო ნავეს ძე 13 · გახსენი ბიბლიის მკითხველში