
იესო ნავეს ძე 13:4 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
სამხრეთით ქანაანელთა მთელი მხარე სიდონის მეგარიდან აფეკამდე, ამორეველთა საზღვრამდე.
იესო ნავეს ძე 13:4 · საქართველოს საპატრიარქო
იესო ნავეს ძე 13:4 კონტექსტში
13:2აი, დარჩენილი მიწები: ფილისტიმელთა და გეშურელთა მხარეები:
13:3შიხორიდან, ეგვიპტის პირდაპირ რომ არის, ყეკრონის საზღვრამდე ჩრდილოეთით, რაც ქანაანს ეკუთვნის; ფილისტიმელთა ხუთი სამთავრო: ღაზელთა, აშდოდელთა, ასკალონელთა, გათელთა, ყეკრონელთა და ყავიელთა.
13:4სამხრეთით ქანაანელთა მთელი მხარე სიდონის მეგარიდან აფეკამდე, ამორეველთა საზღვრამდე.
13:5გიბლელთა ქვეყანა და მთელი ლიბანი მზის აღმოსავლეთით ბაყალ-გადიდან, ხერმონის მთის ძირები, ხაბათამდე.
13:6მთის ყველა მცხოვრებს ლიბანიდან მისრეფოთ-მაიმამდემ ყველა ციდონელს ავყრი ისრაელიანთაგან; ოღონდ შენ გაუნაწილე ისრაელს სამკვიდრებად, როგორც მე გიბრძანე.
პარალელური ადგილები: იესო ნავეს ძე 13:4
- იესო ნავეს ძე 19:30ეუმა, აფეკი, რეხობი - ოცდაორი ქალაქი თავისა დაბებითურთ.
- მსაჯულნი 1:34ამორეველებმა მთებში შეიმწყვდიეს დანელები და ბარად არ ჩამოუშვეს.
- მსაჯულნი 1:36ამორეველების საზღვარი ყაკრაბიმის მაღლობზე, სელაზე და მის მაღლა გადიოდა.
- მეფეთა ა 4:1მოედო სამუელის ამბავი მთელ ისრაელს. გავიდა ისრაელი ფილისტიმელებთან საბრძოლველად და დაიბანაკა ებენ-ყეზერთან; ფილისტიმელები კი აფეკში დაბანაკდნენ.
- იესო ნავეს ძე 12:18აფეკის მეფე - ერთი; ლაშარონის მეფე - ერთი;
- იესო ნავეს ძე 11:3აღმოსავლეთის და დასავლეთის ქანაანელებს, ამორეველებს, ხეთელებს, ფერიზელებს, მთის იებუსელებს და ხერმონისძირა ხეთელებს მიცფას ქვეყანაში.
- იესო ნავეს ძე 10:40მახვილით მოსრა იესომ მთიანეთი, სამხრეთი მხარე, შეფელა და მთის ძირები, და ყველა მათი მეფე. არავინ დაუტოვებია ცოცხალი, ყველა სულდგმული მოსპო, როგორც ბრძანა უფალმა, ისრაელის ღმერთმა.
- იესო ნავეს ძე 12:7აი, იმ ქვეყნის მეფეები, რომლებიც დაამარცხეს იესომ და ისრაელიანებმა იორდანეს გაღმა დასავლეთით ლიბანის დაბლობზე, ბაყალ-გადიდან ხალაკის მთამდე, სეყირის აღმა (ეს მისცა იესომ ისრაელის შტოებს სამკვიდროდ ერთმანეთში დასანაწილებლად),
განაგრძე კითხვა: იესო ნავეს ძე 13
სრულად წაიკითხე: იესო ნავეს ძე 13 · გახსენი ბიბლიის მკითხველში