
იესო ნავეს ძე 14:4 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
. ეს იმიტომ, რომ იოსების სახლიდან ორი შტო იყო გამოსული: მენაშე და ეფრემი. არ მიუციათ ლევიანებისთვის წილი მიწაზე, არამედ მხოლოდ ქალაქები მისცეს საცხოვრებლად და მათი შემოგარენი საქონლისა და სხვა სარჩო-საბადებლისთვის.
იესო ნავეს ძე 14:4 · საქართველოს საპატრიარქო
იესო ნავეს ძე 14:4 კონტექსტში
14:2წლის ყრით ერგოთ საზღვრები, როგორც ნაბრძანები ჰქონდა უფალს მოსეს პირით, ცხრა შტოს და ნახევარ შტოს.
14:3რადგან ორ შტოსა და ნახევარ შტოს იორდანეს გაღმა მისცა მოსემ სამკვიდრო; ხოლო ლევიანთათვის არ მიუცია სამკვიდრო ამათ შორის.
14:4. ეს იმიტომ, რომ იოსების სახლიდან ორი შტო იყო გამოსული: მენაშე და ეფრემი. არ მიუციათ ლევიანებისთვის წილი მიწაზე, არამედ მხოლოდ ქალაქები მისცეს საცხოვრებლად და მათი შემოგარენი საქონლისა და სხვა სარჩო-საბადებლისთვის.
14:5როგორც ნაბრძანები ჰქონდა უფალს მოსესთვის, ისე მოიქცნენ ისრაელიანები: დაინაწილეს ქვეყანა.
14:6მივიდნენ იუდაელები იესოსთან გილგალში და უთხრა მას ქალებ იეფუნეს ძემ, კენიზელმა: შენ იცი, რაც უთხრა უფალმა მოსეს ჩემზე და შენზე კადეშ-ბარნეაში.
პარალელური ადგილები: იესო ნავეს ძე 14:4
- შესაქმე 48:5ახლა ორი ძე გყავს, ეგვიპტის ქვეყანაში რომ შეგეძინა ჩემს მოსვლამდე; ჩემები არიან ისინი, ეფრემი და მენაშე, როგორც რეუბენი და სიმონი არიან ჩემები.
- ნეშტთა შორისა ა 5:1რეუბენის, ისრაელის პირმშოს ძენი (იგი პირმშო იყო, მაგრამ როცა მამის სარეცელი წაბილწა, მისი პირმშოობა გადაეცა იოსებს, ისრაელის ძეს, არა იმისათვის რომ პირმშოდ ჩაწერილიყო.
- ნეშტთა შორისა ა 5:2იუდა ძლიერი იყო თავის ძმებში და წინამძღვარიც მისგან იყო, პირმშოობა კი იოსებს ეკუთვნოდა).
- იესო ნავეს ძე 21:2ასე ელაპარაკნენ მათ სილოამში, ქანაანელთა ქვეყანაში: ნაბრძანები აქვს უფალს მოსეს პირით, რომ მოგვცეს ქალაქები საცხოვრებლად და მათი სანახები პირუტყვისათვის.
- იესო ნავეს ძე 21:42მათ ეკუთვნოდათ ეს ქალაქები, თითოეული ქალაქი თავისი გარეშემო სანახითურთ. ასე იყო ყოველი ქალაქისთვის.
- რიცხვთა 35:2ვუბრძანე ისრაელიანებს, რომ მისცენ ლევიანებს თავიანთი საკუთარი სამკვიდროდან ქალაქები საცხოვრებლად. ქალაქგარეთ სანახებიც, ირგვლივ, მიეცით ლევიანებს.
- რიცხვთა 35:8ქალაქები, რომლებიც ისრაელიანთა საკუთრებიდან უნდა მისცეთ, მრავალრიცხოვანთ მეტი გამოართვით, მცირერიცხოვანთ - ნაკლები, თითოეულმა თავისი წილხვედრის კვალობაზე უნდა მისცეს თავისი ქალაქებიდან ლევიანებს.
- ნეშტთა შორისა ა 6:54აიალონი თავისი სანახებით და გათ-რიმონი თავისი სანახებით.
განაგრძე კითხვა: იესო ნავეს ძე 14
სრულად წაიკითხე: იესო ნავეს ძე 14 · გახსენი ბიბლიის მკითხველში