
იესო ნავეს ძე 21:2 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
ასე ელაპარაკნენ მათ სილოამში, ქანაანელთა ქვეყანაში: ნაბრძანები აქვს უფალს მოსეს პირით, რომ მოგვცეს ქალაქები საცხოვრებლად და მათი სანახები პირუტყვისათვის.
იესო ნავეს ძე 21:2 · საქართველოს საპატრიარქო
იესო ნავეს ძე 21:2 კონტექსტში
21:1მივიდნენ ლევიანთა მამამთავრები ელეაზარ მღვდელთან, იესო ნავეს ძესთან და ისრაელიანთა შტოთა მამამთავრებთან.
21:2ასე ელაპარაკნენ მათ სილოამში, ქანაანელთა ქვეყანაში: ნაბრძანები აქვს უფალს მოსეს პირით, რომ მოგვცეს ქალაქები საცხოვრებლად და მათი სანახები პირუტყვისათვის.
21:3მისცეს ისრაელიანებმა ლევიანებს წილი თავიანთი სამკვიდროდან, უფლის ბრძანებისებრ, ეს ქალაქები მათი სანახებითურთ.
21:4ხვდა წილი კაჰათის საგვარეულოებს. ერგოთ წილისყრით აარონ მღვდელის შთამომავლებს, ლევიანებს იუდას შტოდან, სიმონის შტოდან და ბენიამინის შტოდან - ცამეტი ქალაქი.
პარალელური ადგილები: იესო ნავეს ძე 21:2
- იესო ნავეს ძე 18:1შეიყარა ისრაელიანთა მთელი საზოგადოება სილოამში და დადგეს იქ სადღესასწაულო კარავი. მათ წინაშე დამორჩილებული იყო ქვეყანა.
- რიცხვთა 35:2ვუბრძანე ისრაელიანებს, რომ მისცენ ლევიანებს თავიანთი საკუთარი სამკვიდროდან ქალაქები საცხოვრებლად. ქალაქგარეთ სანახებიც, ირგვლივ, მიეცით ლევიანებს.
- რიცხვთა 35:8ქალაქები, რომლებიც ისრაელიანთა საკუთრებიდან უნდა მისცეთ, მრავალრიცხოვანთ მეტი გამოართვით, მცირერიცხოვანთ - ნაკლები, თითოეულმა თავისი წილხვედრის კვალობაზე უნდა მისცეს თავისი ქალაქებიდან ლევიანებს.
- მათეს სახარება 10:10ნურც აბგას გზაში, ნურც ორ ხელ სამოსს, ნურც ფეხსაცმელს, ნურც არგანს, ვინაიდან ღირსია მაშვრალი თავისი საგზლისა.
- ეზექიელი 48:9შეწირული ნაკვეთი, რომელსაც შესწირავთ უფალს, იქნება სიგრძით ოცდახუთი ათასი და სიგანით ათი ათასი.
- ეზექიელი 48:18სიგრძეში მორჩენილი წმიდა ნაკვეთის გასწვრივ - ათი ათასი აღმოსავლეთით, ათი ათასი დასავლეთით; ეს იქნება წმიდა ნაკვეთის გასწვრივ; მისი მოსავალი ქალაქში მომუშავეთა გამოსაკვებად იქნება.
- ტიმოთეს მიმართ ა 5:17ხუცესნი, რომელნიც კეთილად წინამძღვრობენ, ორმაგი პატივის ღირსნი არიან, მეტადრე ისინი, სიტყვით და სწავლით რომ მუშაკობენ.
- ტიმოთეს მიმართ ა 5:18რადგანაც წერილი ამბობს: „პირს ნუ აუკრავ მეკალოე ხარს“, და კიდევ: „ღირსია მუშაკი თავისი საზღაურისა“.
განაგრძე კითხვა: იესო ნავეს ძე 21
სრულად წაიკითხე: იესო ნავეს ძე 21 · გახსენი ბიბლიის მკითხველში