
იესო ნავეს ძე 14:7 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
ორმოცი წლის ვიყავი, როცა გამგზავნა მოსემ, უფლის მორჩილმა, კადეშ-ბარნეაიდან ქვეყნის დასაზვერად. მეც უზაკველად მივუტანე ამბავი.
იესო ნავეს ძე 14:7 · საქართველოს საპატრიარქო
იესო ნავეს ძე 14:7 კონტექსტში
14:5როგორც ნაბრძანები ჰქონდა უფალს მოსესთვის, ისე მოიქცნენ ისრაელიანები: დაინაწილეს ქვეყანა.
14:6მივიდნენ იუდაელები იესოსთან გილგალში და უთხრა მას ქალებ იეფუნეს ძემ, კენიზელმა: შენ იცი, რაც უთხრა უფალმა მოსეს ჩემზე და შენზე კადეშ-ბარნეაში.
14:7ორმოცი წლის ვიყავი, როცა გამგზავნა მოსემ, უფლის მორჩილმა, კადეშ-ბარნეაიდან ქვეყნის დასაზვერად. მეც უზაკველად მივუტანე ამბავი.
14:8ჩემმა ძმებმა, ჩემთან რომ იყვნენ წამოსულნი, გული გაუტეხეს ხალხს, მე კი ბოლომდე ვუერთგულე უფალს, ჩემს ღმერთს.
14:9ასე დაიფიცა იმ დღეს მოსემ: შენი და შენი შვილების სამკვიდრო იყოს ის მიწა, სადაც შენ ფეხი დაგიდგამს, რადგან ბოლომდე უერთგულე უფალს, ჩემს ღმერთს.
პარალელური ადგილები: იესო ნავეს ძე 14:7
- რიცხვთა 13:6სიმონის შტოდან - შაფატ ხორის ძე;
- რიცხვთა 14:6იესო ნავეს ძემ და ქალებ იეფუნეს ძემ, რომლებიც სხვებთან ერთად იყვნენ წასულნი ქვეყნის დასაზვერად, შემოიხიეს ტანისამოსი.
- რიცხვთა 14:10თქვა მთელმა საზოგადოებამ: ჩავქოლოთ! მაგრამ უფლის დიდება გამოჩნდა სადღესასწაულო კარავში მთელი ისრაელის წინაშე.
- რიცხვთა 13:26ორმოცი დღის შემდეგ, რომ დაზვერეს ქვეყანა, უკან დაბრუნდნენ.
- რიცხვთა 13:33ცუდი ხმები გაავრცელეს ისრაელიანებში მათ მიერ დაზვერილ ქვეყანაზე. ერთმანეთს ჭამენო იმ ქვეანაში, რომელიც ჩვენ მოვიარეთ დასაზვერად; მთელი ხალხი, რომელიც იქ ვნახეთ, ბუმბერაზიაო.
- რიცხვთა 13:16გადის შტოდან - გეუელ მაქის ძე.
- რიცხვთა 13:20როგორი ქვეყანაა, სადაც ისინი ცხოვრობენ კარგი თუ ცუდი; როგორი ქალაქებია, სადაც ისინი სახლობენ; ბანაკებია თუ ციხე-სიმაგრეები.
განაგრძე კითხვა: იესო ნავეს ძე 14
სრულად წაიკითხე: იესო ნავეს ძე 14 · გახსენი ბიბლიის მკითხველში