
რიცხვთა 13:20 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
როგორი ქვეყანაა, სადაც ისინი ცხოვრობენ კარგი თუ ცუდი; როგორი ქალაქებია, სადაც ისინი სახლობენ; ბანაკებია თუ ციხე-სიმაგრეები.
რიცხვთა 13:20 · საქართველოს საპატრიარქო
რიცხვთა 13:20 კონტექსტში
13:18გაგზავნა ისინი მოსემ ქანაანის ქვეყნის დასაზვერავად და უთხრა მათ: გაემართებით სამხრეთით და ახვალთ მთაზე.
13:19მიმოიხილავთ ქვეყანას, როგორია და რა ხალხი ცხოვრობს იქ, ძლიერი თუ სუსტი, ცოტანი თუ ბევრნი.
13:20როგორი ქვეყანაა, სადაც ისინი ცხოვრობენ კარგი თუ ცუდი; როგორი ქალაქებია, სადაც ისინი სახლობენ; ბანაკებია თუ ციხე-სიმაგრეები.
13:21როგორი მიწაა, ნოყიერი თუ მწირი, იზრდება თუ არა იქ ხე; იმარჯვეთ და წამოიღეთ მიწის ნაყოფები, სწორედ ის დრო იყო, ყურძენი რომ მწიფდა.
13:22წავიდნენ და დაზვერეს ქვეყანა ცინის უდაბნოდან რეხობამდე, ხამათის მისასვლელთან.
პარალელური ადგილები: რიცხვთა 13:20
- მეორე სთვლისაება 31:23უბრძანა იესო ნავეს ძეს და უთხრა: გამაგრდი და გამტკიცდი, რადგან შენ შეიყვან ისრაელიანებს ქვეყანაში, რომელიც აღვუთქვი მათ. მე ვიქნები შენთან.
- ნეემია 9:25დაიპყრეს ციხე-ქალაქები და პოხიერი მიწა, დაიმკვიდრეს ყოველგვარი სიკეთით სავსე სახლები, კლდეში ამოკვეთილი ჭები, ვენახები, ზეთისხილის ბაღები და უამრავი ხეხილი. ჭამეს, დაძღნენ, დასუქდნენ და განცხრომას მიეცნენ, შენი დიდი სიკეთის წყალობით.
- ეზექიელი 34:14საუკეთესო საძოვრებზე დავმწყესავ მათ და ისრაელის მაღალ მთებზე ექნებათ სადგომი; აქ დაბინავდებიან საუკეთესო სადგომებში და ნოყიერ საძოვრებზე მოძოვენ ისრაელის მთებში.
- მეორე სთვლისაება 31:6გამაგრდით და გამტკიცდით, ნუ შეგეშინდებათ და ნუ შეუდრკებით მათ, რადგან თავად უფალი, შენი ღმერთი მოდის შენთან ერთად, არ მოგშორდება და არ მიგატოვებს.
- მეორე სთვლისაება 31:8თავად უფალი ივლის შენს წინ, ის იქნება შენთან, არ მოგშორდება და არ მიგატოვებს, ნუ შეგეშინდება და ნუ დაფრთხები.
- ნეემია 9:35არ გემსახურებოდნენ თავიანთი ხელმწიფობისა და შენ მიერ მინიჭებული კეთილდღეობის ჟამს იმ ვრცელსა და პოხიერ ქვეყანაში, შენ რომ უბოძე, და თავიანთი უკეთური საქმეებისგან უკან არ იხევდნენ.
- რიცხვთა 13:23გაემართნენ სამხრეთში და მიადგნენ ხებრონს. იქ მკვიდრობდნენ ახიმანი, შეშაი და თალმაი - ყანაკის ნაშიერნი. ხებრონი ეგვიპტის ცოყანზე შვიდი წლით ადრე იყო აშენებული.
- რიცხვთა 13:24მივიდნენ ეშქოლის ხევამდე, მოჭრეს იქ ვაზი თავისი მტევნითურთ და კეტით წამოიღო ორმა; აგრეთვე ბროწეული და ლეღვის ნაყოფები.
განაგრძე კითხვა: რიცხვთა 13
სრულად წაიკითხე: რიცხვთა 13 · გახსენი ბიბლიის მკითხველში