
იესო ნავეს ძე 15:13 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
ქალებ იეფუნეს ძეს ძისცა იესომ სამკვიდრო იუდაელთა შორის, როგორც ნაბრძანები ჰქონდა უფალს იესოსთვის: ყანაკის მამისეული კირიათ-არბაყი, ანე ხებრონი.
იესო ნავეს ძე 15:13 · საქართველოს საპატრიარქო
იესო ნავეს ძე 15:13 კონტექსტში
15:11მისდევს საზღვარი ყეკრონის ჩრდილო მხარეს, უხვევს საზღვარი მიქრონისკენ, გადის ბაყალას მთაზე და აღწევს იაბნიელს. წყდება საზღვარი ზღვასთან.
15:12დასავლეთის საზღვარი არის დიდი ზღვა, ეს არის იუდაელთა საზღვარი ირგვლივ, საგვარეულოების მიხედვით.
15:13ქალებ იეფუნეს ძეს ძისცა იესომ სამკვიდრო იუდაელთა შორის, როგორც ნაბრძანები ჰქონდა უფალს იესოსთვის: ყანაკის მამისეული კირიათ-არბაყი, ანე ხებრონი.
15:14აჰყარა იქიდან ქალებმა ყანაკის სამი ნაშიერ: შეშაი, ახიმანი და თალმაი - ყანაკის ნაშობნი.
15:15. იქიდან დაბირელებისკენ გაემართა; უწინ დაბირს კირიათ-სეფერი ერქვა.
პარალელური ადგილები: იესო ნავეს ძე 15:13
- რიცხვთა 14:23ვერ იხილავს იმ ქვეყანას, რომლის მოცემასაც შევპირდი მათ მამა-პაპას, ვერცერთი ჩემი მგმობელი ვერ იხილავს მას.
- რიცხვთა 14:24მხოლოდ ქალებს, ჩემს მორჩილს, იმის გამო რომ სხვა სულით აღვსილმა ბოლომდე მიერთგულა მე, შევიყვან იმ ქვეყანაში, სადაც წასული იყო დასაზვერად, და მისი შთამომავლობა დაიმკვიდრებს მას.
- იესო ნავეს ძე 14:6მივიდნენ იუდაელები იესოსთან გილგალში და უთხრა მას ქალებ იეფუნეს ძემ, კენიზელმა: შენ იცი, რაც უთხრა უფალმა მოსეს ჩემზე და შენზე კადეშ-ბარნეაში.
- იესო ნავეს ძე 14:15უწინ ხებრონს კირიათ-არბაყი ერქვა; დიდი კაცი იყო იგი ყანაკებში. დაისვენა ქვეყანამ ბრძოლებისგან.
- მეორე სთვლისაება 1:34გაიგონა უფალმა თქვენი სიტყვების ხმა, განრისხდა და ასე დაიფიცა:
- მეორე სთვლისაება 1:36გარდა ქალებ იეფუნეს ძისა. ის იხილავს მას. მისთვის და მისი შვილებისთვის მიმიცია ქვეყანა, რომელიც მან მოიარა, რადგან უფლის ერთგული იყო.
- რიცხვთა 13:30ყამალეკი ქვეყნის სამხრეთში ცხოვრობს; ხეთელები, იებუსეველები და ამორეველები მთებში ცხოვრობენ; ქანაანელები კი - ზღვისპირეთში და იორდანეზე.
განაგრძე კითხვა: იესო ნავეს ძე 15
სრულად წაიკითხე: იესო ნავეს ძე 15 · გახსენი ბიბლიის მკითხველში