გადასვლა შინაარსზე
მოციქულების პეტრესა და პავლეს ხატი, ბიზანტიური და ქრისტიანული მუზეუმი, ათენი
მოციქულები პეტრე და პავლე, ხატი. ბიზანტიური და ქრისტიანული მუზეუმი, ათენი. ფოტო: George E. Koronaios, CC BY-SA 4.0.

კორინთელთა მიმართ ბ 9:5: მნიშვნელობა და ეკლესიის მამები

7 interpreters აპლიკაციაში

კორინთელთა მიმართ ბ 9:5

ამიტომ საჭიროდ მივიჩნიე მეთხოვა ძმებისთვის, რომ მოსულიყვნენ და გაემზადებინათ თქვენ მიერ აღთქმული ძღვენი, რათა მზად - ყოფილიყო, როგორც ძღვენი და არა როგორც ანგარება.

კორინთელთა მიმართ ბ 9:5 · საქართველოს საპატრიარქო

ეკლესიაში საკითხავი: 14 სექტემბერი, 2027, სულთმოფენობის შემდგომი მე-13 კვირის სამშაბათი (სამოციქულო).

რას ამბობენ ეკლესიის მამები: კორინთელთა მიმართ ბ 9:5

7 განმმარტებელი · ყველა უფასო ანგარიშით

  1. იოანე ოქროპირი4 საუკუნე
    “პავლე მოციქული კვლავ იმავეს ამბობს, ოღონდ სხვა სიტყვებით. და რომ არ იფიქრონ, თითქოს ამას უბრალოდ, რაიმე განსაკუთრებული განზრახვის გარეშე ამბობს, განმარტავს, რომ ძმები მხოლოდ იმიტომ მიდიან მათთან, რათა კორინთელები სირცხვილში არ დარჩნენ. ხედავ, სიტყვები: ‘რამეთუ ჩემდა უხმს თქუენდა მიწერად’ (2 კორ. 9:1) შეგონების დასაწყისი იყო? ხედავ, რამდენს მსჯელობს იგი ამ მსახურების შესახებ?”

    მთელი განმარტება

    პავლე მოციქული კვლავ იმავეს ამბობს, ოღონდ სხვა სიტყვებით. და რომ არ იფიქრონ, თითქოს ამას უბრალოდ, რაიმე განსაკუთრებული განზრახვის გარეშე ამბობს, განმარტავს, რომ ძმები მხოლოდ იმიტომ მიდიან მათთან, რათა კორინთელები სირცხვილში არ დარჩნენ. ხედავ, სიტყვები: “რამეთუ ჩემდა უხმს თქუენდა მიწერად” (2 კორ. 9:1) შეგონების დასაწყისი იყო? ხედავ, რამდენს მსჯელობს იგი ამ მსახურების შესახებ?

    გარდა ამისა, შეიძლება ითქვას ისიც, რომ მოციქულს საკუთარ თავთან წინააღმდეგობაში არ ჩათვლიდნენ, როდესაც ამბობს, “უხმს”, მაგრამ იმავე საგანზე მსჯელობს. ამიტომ, სიჩქარესთან, გულუხვობასა და სიხარულთან ერთად მოწყალების გაცემისას, იგი ამ სიტყვის წყალობით იმავე მიზანს აღწევს. სამივე ამ თვისებას მოითხოვს და მათ სათავეშივე აყენებს. როდესაც ამბობს: “რამეთუ მრავლითა გამოცდილებითა ჭირისა მათისაითა განმრავლდა სიხარული მათი, და სიღრმემან გლახაკობისა მათისამან განამრავლა სიმდიდრე გულოვნებისა მათისა” (2 კორ. 8:2), სხვა არაფერს გამოხატავს, თუ არა იმას, რომ მაკედონელებმა დიდი შესაწირავი გაიღეს და ეს სიხარულით და სწრაფად გააკეთეს. მათ არ იდარდეს, არა მხოლოდ იმიტომ, რომ ბევრი გასცეს, არამედ განსაცდელშიც იმყოფებოდნენ, რაც მოწყალების გაცემაზე უფრო მძიმეა.

    ასევე გამოთქმა: “თავნი თჳსნი მისცეს უფალსა და ჩუენ” (2 კორ. 8:5) მათ სიხარულსა და მტკიცე რწმენასაც აჩვენებს. აქაც იგივე მიზანი აქვს. ვინაიდან გულუხვობა და სიხარული ხშირად ერთმანეთის საპირისპიროა და ზოგი ბევრს გასცემს, მაგრამ ხშირად წუხს ამის გამო, ზოგი კი, რომ არ იდარდოს, ნაკლებს გასცემს. ამიტომ, შეხედე, როგორ ზრუნავს მოციქული ორივეზე მისთვის დამახასიათებელი სიბრძნით. მას არ უთქვამს: “უმჯობესია ცოტა გაიღო, მაგრამ სიხარულით, ვიდრე იძულებით”, რადგან მას სურდა, რომ მათ ბევრი გაეღოთ და სიხარულით. მაშ, როგორ თქვა? “რაჲთა პირველ აღთქუმული იგი კურთხევაჲ თქუენი განმზადებულ იყოს, ვითარცა კურთხევაჲ და არა ვითარცა ანგარებაჲ” (2 კორ. 9:5).

    თავდაპირველად ყველაზე სასიამოვნოთი და მსუბუქით იწყებს, გასცეს თავისუფლად, რადგან “(გაცემა), ამბობს, კურთხევაა”. ხედავ, როგორ აჩვენებს შეგონების დროსვე იმ ნაყოფს, რომელიც (გაცემას) მოაქვს, ე.ი. რომ გამცემები კურთხევით აღივსებიან. ამ სიტყვითვე იზიდავს მათ გულუხვობისკენ, რადგან არავინ გასცემს კურთხევას გულისტკივილით. თუმცა, ამით არ შემოიფარგლა და დაამატა: “არა ვითარცა ანგარებაჲ”. “ნუ იფიქრებთ, ამბობს, რომ ჩვენ ანგარებით ვიღებთ თქვენგან მოწყალებას, პირიქით, გვინდა ვიყოთ თქვენთვის კურთხევის წყარო. ანგარება ახასიათებთ მათ, ვინც იძულებით გასცემს, ასე რომ, ვინც იძულებით გასცემს მოწყალებას, ის ძუნწად გასცემს”. ამ აზრიდან კვლავ უბრუნდება წინანდელს, ე.ი. იმას, რომ გულუხვად გასცენ. “ესე ვიტყჳ”, ე.ი. “ამასთან ერთად იმასაც ვიტყვი”. რა არის ეს?

  2. ეფრემ ასური4 საუკუნე
  3. ამბროზიასტერი4 საუკუნე
  4. თეოდორიტე კვიროსელი5 საუკუნე
  5. თეოფილაქტე ბულგარელი11 საუკუნე
  6. ნიკანორი (კამენსკი)19 საუკუნე
  7. თეოფანე დაყუდებული19 საუკუნე

1 / 7

ან ბიბლიის მკითხველში უფასო ანგარიშით: წაიკითხე ყველა 7 განმარტება.

ჩვენს ბიბლიოთეკაში

კორინთელთა მიმართ ბ 9:5 კონტექსტში

9:3ძმები კი იმიტომ წარმოგვგზავნე, რომ არ გაცუდდეს ჩემი სიქადული თქვენით და, როგორც ვთქვი, მართლაც მზად იყოთ,

9:4რათა, ჩემთან ერთად რომ მოვლენ მაკედონელნი, მოუმზადებელი არ დახვდეთ, თორემ თქვენ კი არა, ჩვენ შევრცხვებით, რაკიღა ასე დაბეჯითებით დავიქადეთ.

9:5ამიტომ საჭიროდ მივიჩნიე მეთხოვა ძმებისთვის, რომ მოსულიყვნენ და გაემზადებინათ თქვენ მიერ აღთქმული ძღვენი, რათა მზად - ყოფილიყო, როგორც ძღვენი და არა როგორც ანგარება.

9:6ამასაც გეტყვით: ვინც ძუნწად თესავს, ძუნწად მოიმკის, ხოლო ვინც უხვად თესავს, უხვად მოიმკის.

9:7ყველამ გაიღოს გულის კარნახით და არა მწუხარებითა თუ ძალდატანებით, ვინაიდან ღმერთს უყვარს ის, ვინც სიხარულით გასცემს.

პარალელური ადგილები: კორინთელთა მიმართ ბ 9:5

განაგრძე კითხვა: კორინთელთა მიმართ ბ 9

სრულად წაიკითხე: კორინთელთა მიმართ ბ 9 · გახსენი ბიბლიის მკითხველში