
იესო ნავეს ძე 15:5 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
აღმოსავლეთის საზღვარი მარილოვანი ზღვაა, იორდანეს შესართავამდე; ჩრდილოეთის საზღვარი - ზღვის ყურიდან, იორდანეს შესართავიდან.
იესო ნავეს ძე 15:5 · საქართველოს საპატრიარქო
იესო ნავეს ძე 15:5 კონტექსტში
15:3გადის სამხრეთით ყაკრაბიმის ზეგანისკენ: გაივლის ცინს, სამხრეთის მხრიდან ადის კადეშ-ბარნეასკენ, გაივლის ხეცრონს, ადის ადარასკენ და უხვევს კარ-კაყასთან,
15:4გაივლის ყაცმონს და გადის ეგვიპტის ხევზე, ზღვამდე აღწევს საზღვარი. ეს გქონდეთ სამხრეთის საზღვრამდე.
15:5აღმოსავლეთის საზღვარი მარილოვანი ზღვაა, იორდანეს შესართავამდე; ჩრდილოეთის საზღვარი - ზღვის ყურიდან, იორდანეს შესართავიდან.
15:6ადის საზღვარი ბეთ-ხოგლასკენ, გაივლის ჩრდილოეთის მხრიდან ბეთ-ყარაბას, ადის საზღვარი რეუბენის ძის, ბოჰანის ქვასთან.
15:7ადის საზღვარი დაბირისკენ; ყაქორის ველიდან ჩრდილოეთით უხვევს გილგალისკენ, ადუმიმის მაღლობის გასწვრივ რომ არის, ხევის სამხრეთით; გაივლის საზღვარი ყენ-შემეშის წყლებთან და მთავრდება ყენ-როგელთან.
პარალელური ადგილები: იესო ნავეს ძე 15:5
- რიცხვთა 34:12ეშვება საზღვარი იორდანეზე და ებჯინება მარილოვან ზღვას. ეს იყოს თქვენთვის ქვეყნად თავისი გარეშემო საზღვრებითურთ.
- რიცხვთა 34:10აღმოსავლეთით გაავლეთ საზღვარი ხაცარ-ყენანიდან შეფამასკენ.
- იესო ნავეს ძე 18:15სამხრეთი მხარე იწყება კირიათ-იეყარიმის ბოლოდან და მიემართება საზღვარი დასავლეთისკენ და აღწევს ნეფთოახის წყაროებამდე.
- იესო ნავეს ძე 18:19გადის საზღვარი ბეთ-ხოგლასთან ჩრდილოეთით და წყდება საზღვარი მარილოვანი ზღვის ჩრდილოეთ ყურესთან, იორდანეს სამხრეთ ბოლოსთან. ეს არის სამხრეთი საზღვარი.
განაგრძე კითხვა: იესო ნავეს ძე 15
სრულად წაიკითხე: იესო ნავეს ძე 15 · გახსენი ბიბლიის მკითხველში