გადასვლა შინაარსზე
წინასწარმეტყველისა და მეფე დავითის ხატი, ნოვგოროდის სკოლა, მე-15 საუკუნე
წინასწარმეტყველი მეფე დავითი, მე-15 საუკუნე, ნოვგოროდის სკოლა. ეროვნული მუზეუმი, ოსლო, NG.M.01771. საჯარო დომენი.

იესო ნავეს ძე 15:8 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი

იესო ნავეს ძე 15:8

ადის საზღვარი ჰინომიანთა ველზე იებუსის, ანე იერუსალიმის, სამხრეთით, ადის საზღვარი მთის თხემზე, ჰიმონის ველის ზემოთ რომ არის დასავლეთიი, რეფაიმთა ველის კიდეზე, ჩრდილოეთით.

იესო ნავეს ძე 15:8 · საქართველოს საპატრიარქო

იესო ნავეს ძე 15:8 კონტექსტში

15:6ადის საზღვარი ბეთ-ხოგლასკენ, გაივლის ჩრდილოეთის მხრიდან ბეთ-ყარაბას, ადის საზღვარი რეუბენის ძის, ბოჰანის ქვასთან.

15:7ადის საზღვარი დაბირისკენ; ყაქორის ველიდან ჩრდილოეთით უხვევს გილგალისკენ, ადუმიმის მაღლობის გასწვრივ რომ არის, ხევის სამხრეთით; გაივლის საზღვარი ყენ-შემეშის წყლებთან და მთავრდება ყენ-როგელთან.

15:8ადის საზღვარი ჰინომიანთა ველზე იებუსის, ანე იერუსალიმის, სამხრეთით, ადის საზღვარი მთის თხემზე, ჰიმონის ველის ზემოთ რომ არის დასავლეთიი, რეფაიმთა ველის კიდეზე, ჩრდილოეთით.

15:9მთის თხემიდან უხვევს ნეფთოახის წყაროსთან, მიდის ყეფრონის მთების ქალაქებისკენ და უხვევს საზღვარი ბაყალასკენ, ანუ კირიათ-იეყარიმისკენ.

15:10უხვევს საზღვარი ბაყალადან დასავლეთით სეყირის მთამდე, გასდევს იეყარიმის მთის ჩრდილოეთ კალთებს, ანუ ქესალონს, ეშვება ბეთ-შემეშისკენ და გადის თიმნაზე.

პარალელური ადგილები: იესო ნავეს ძე 15:8

განაგრძე კითხვა: იესო ნავეს ძე 15

სრულად წაიკითხე: იესო ნავეს ძე 15 · გახსენი ბიბლიის მკითხველში