
იესო ნავეს ძე 18:16 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
ეშვება საზღვარი მთის ბოლოსაკენ, ჰინომის ძეთა ვაკის გასწვრივ რომ არის, რეფაიმების ველზე ჩრდილოეთით, და ეშვება ჰინომის ვაკეზე იებუსელის სამხრეთით, და ისევ ეშვება ყენ-როგელამდე.
იესო ნავეს ძე 18:16 · საქართველოს საპატრიარქო
იესო ნავეს ძე 18:16 კონტექსტში
18:14უხვევს საზღვარი და მიემართება დასავლეთისკენ მთის სამხრეთ კალთებზე, ბეთ-ხორონის გასწვრივ რომ არის სამხრეთით, და წყდება კირიათ-ბაყალთან ანუ კირიათ-იეყარიმთან, იუდაელთა ქალაქთან. ეს დასავლეთი მხარეა.
18:15სამხრეთი მხარე იწყება კირიათ-იეყარიმის ბოლოდან და მიემართება საზღვარი დასავლეთისკენ და აღწევს ნეფთოახის წყაროებამდე.
18:16ეშვება საზღვარი მთის ბოლოსაკენ, ჰინომის ძეთა ვაკის გასწვრივ რომ არის, რეფაიმების ველზე ჩრდილოეთით, და ეშვება ჰინომის ვაკეზე იებუსელის სამხრეთით, და ისევ ეშვება ყენ-როგელამდე.
18:17უხვევს ჩრდილოეთიდან და გამოდის ყენ-შემეშში, მიდის გელილოთისკენ, ადუმიმის მაღლობის გასწვრივ რომ არის, და ეშვება რეუბენის ძის, ბოჰანის, ქვასთან.
პარალელური ადგილები: იესო ნავეს ძე 18:16
- იესო ნავეს ძე 15:7ადის საზღვარი დაბირისკენ; ყაქორის ველიდან ჩრდილოეთით უხვევს გილგალისკენ, ადუმიმის მაღლობის გასწვრივ რომ არის, ხევის სამხრეთით; გაივლის საზღვარი ყენ-შემეშის წყლებთან და მთავრდება ყენ-როგელთან.
- იესო ნავეს ძე 15:8ადის საზღვარი ჰინომიანთა ველზე იებუსის, ანე იერუსალიმის, სამხრეთით, ადის საზღვარი მთის თხემზე, ჰიმონის ველის ზემოთ რომ არის დასავლეთიი, რეფაიმთა ველის კიდეზე, ჩრდილოეთით.
- ესაია 30:33რადგან დიდიხნის მოწყობილია კოცონი, მეფისთვის გამზადდა, გაღრმავდა და გაფართოვდა. უხვად არის მასზე ცეცხლი და შეშა. უფლის სუნთქვა, როგორც გოგირდის ნიაღვარი, გააჩაღებს მას.
- მეფეთა ბ 17:17როგელის წყაროსთან იდგნენ იონათანი და ახიმაყაცი, როცა მივიდა მსახური ქალი და უთხრა, წასულიყვნენ და ეცნობებინათ მეფე დავითისთვის; რადგან ქალაქში გამოჩენა არ შეეძლოთ მათ.
- იესო ნავეს ძე 18:28ცელაყი, ელეფი, იებუსი ანუ იერუსალიმი, გიბყათი, კირიათი - თორმეტი ქალაქი მათი დაბებითურთ. ეს არის ბენიამინის ძეთა სამკვიდრო მათი საგვარეულოების მიხედვით.
- ნეშტთა შორისა ბ 33:6ცეცხლში ატარებდა შვილებს ბენ-ჰინომის ველზე, მკითხაობდა, მისნობდა, ჩხიბავდა, დაადგინა მესულთანენი და ჯადოქარნი. ბევრ უკუღმართობას სჩადიოდა უფლის თვალში მის გასაჯავრებლად.
- მსაჯულნი 19:10მაგრამ კაცმა აღარ ისურვა ღამით დარჩენა, ადგა და წავიდა. იარა იებუსამდე, ახლა რომ იერუსალიმია. მიჰყავდა წყვილი კეხდადგმული ვირი და თავისი ხარჭა.
- იერემია 19:2გადი ბენ-ჰინომის ველზე მეთუნეთა კარიბჭიდან და გამოაცხადე იქ სიტყვები, რომელთაც გეტყვი.
განაგრძე კითხვა: იესო ნავეს ძე 18
სრულად წაიკითხე: იესო ნავეს ძე 18 · გახსენი ბიბლიის მკითხველში