
იესო ნავეს ძე 16:3 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
ეშვება ზღვისკენ, იაფლეტის საზღვართან ქვემო ბეთ-ხორონის საზღვრამდე და გაზერამდე, და წყდება ზღვასთან.
იესო ნავეს ძე 16:3 · საქართველოს საპატრიარქო
იესო ნავეს ძე 16:3 კონტექსტში
16:1ხვდათ წილი იოსების შთამომავლებს: იორდანედან იერიხონის წყლების პირდაპირ, აღმოსავლეთით: უდაბნო, რომელიც გადადის იერიხონიდან ბეთელის მთაზე.
16:2ბეთელიდან საზღვარი მიდის ღუზისკენ, გაივლის არქის და ყატაროთის საზღვართან.
16:3ეშვება ზღვისკენ, იაფლეტის საზღვართან ქვემო ბეთ-ხორონის საზღვრამდე და გაზერამდე, და წყდება ზღვასთან.
16:4ეს დაიმკვიდრეს იოსების შვილებმა - მენაშემ და ეფრემმა.
16:5ჰქონდათ საზღვარი ეფრემიანებს მათ საგვარეულოთა მიხედვით; მათი სამკვიდროს აღმოსავლეთი საზღვარი იყო ყატაროთ-ადარიდან ზემო ბეთ-ხორონამდე.
პარალელური ადგილები: იესო ნავეს ძე 16:3
- იესო ნავეს ძე 18:13აქედან ლუზისკენ, ლუზის ანუ ბეთელის, სამხრეთით გადის საზღვარი და ეშვება საზღვარი ყატაროთადარისკენ, მთაზე, რომელიც ქვემო ბეთ-ხორონის სამხრეთით არის.
- იესო ნავეს ძე 10:33მაშინ აიძრა ჰორამი, გეზერის მეფე, ლაქიშის საშველად, მაგრამ მუსრი გაავლეს მათ იესომ და მისმა ხალხმა. არვინ დაუტოვებიათ ცოცხალი.
- ნეშტთა შორისა ბ 8:5ააშენა ზემო ბეთ-ხორონი და ქვემო ბეთ-ხორონი - გალავნებით, კარიბჭეებით და ხანდაკებით გამაგრებული ქალაქები,
- ნეშტთა შორისა ა 7:28მათი სამფლობელო და საცხოვრებელი იყო: ბეთ-ელი და მისი დაბა-სოფლები; აღმოსავლეთით ნაყარანი და დასავლეთით გეზერი თავისი დაბა-სოფლებით, შექემი თავისი დაბა-სოფლებით, ღაზამდე და მის დაბა-სოფლებამდე.
- ნეშტთა შორისა ა 7:24შეერა მისი და იყო. ააშენა მან ზემო და ქვემო ბეთ-ჰორონი და ყუზენ-შეერა.
- რიცხვთა 34:6დასავლეთის საზღვარი: დიდი ზღვა გექნებათ საზღვრად. ეს გქონდეთ სამხრეთის საზღვრად.
განაგრძე კითხვა: იესო ნავეს ძე 16
სრულად წაიკითხე: იესო ნავეს ძე 16 · გახსენი ბიბლიის მკითხველში