
იესო ნავეს ძე 16:2 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
ბეთელიდან საზღვარი მიდის ღუზისკენ, გაივლის არქის და ყატაროთის საზღვართან.
იესო ნავეს ძე 16:2 · საქართველოს საპატრიარქო
იესო ნავეს ძე 16:2 კონტექსტში
16:1ხვდათ წილი იოსების შთამომავლებს: იორდანედან იერიხონის წყლების პირდაპირ, აღმოსავლეთით: უდაბნო, რომელიც გადადის იერიხონიდან ბეთელის მთაზე.
16:2ბეთელიდან საზღვარი მიდის ღუზისკენ, გაივლის არქის და ყატაროთის საზღვართან.
16:3ეშვება ზღვისკენ, იაფლეტის საზღვართან ქვემო ბეთ-ხორონის საზღვრამდე და გაზერამდე, და წყდება ზღვასთან.
პარალელური ადგილები: იესო ნავეს ძე 16:2
- იესო ნავეს ძე 18:13აქედან ლუზისკენ, ლუზის ანუ ბეთელის, სამხრეთით გადის საზღვარი და ეშვება საზღვარი ყატაროთადარისკენ, მთაზე, რომელიც ქვემო ბეთ-ხორონის სამხრეთით არის.
- შესაქმე 28:19უწოდა სახელად იმ ადგილს ბეთელი (სახლი ღვთისა). წინათ ლუზი ერქვა ამ ქალაქს.
- მსაჯულნი 1:22იოსების სახლიც გავიდა ბეთელის წინააღმდეგ და უფალი იყო მასთან.
- მსაჯულნი 1:26წავიდა ის კაცი ხეთელების ქვეყანაში. ააშენა იქ ქალაქი და უწოდა ლუზი. ეს სახელი ჰქვია მას დღემდე.
- მეფეთა ბ 16:16როცა მივიდა ხუშაი არქიელი, დავითის ერთგული კაცი, აბესალომთან, უთხრა ხუშაიმ აბესალომს: იცოცხლოს მეფემ! იცოცხლოს მეფემ!
- ნეშტთა შორისა ა 27:33ახითოფელი მეფის მრჩეველი იყო, ხუშაი არქიელი კი - მეფის მეგობარი.
განაგრძე კითხვა: იესო ნავეს ძე 16
სრულად წაიკითხე: იესო ნავეს ძე 16 · გახსენი ბიბლიის მკითხველში