
იესო ნავეს ძე 17:5 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
შეხვდა მენაშეს ათი ნაკვეთი, გალაადისა და ბაშანის მიწების გარდა, იორდანეს გაღმა რომ არის.
იესო ნავეს ძე 17:5 · საქართველოს საპატრიარქო
იესო ნავეს ძე 17:5 კონტექსტში
17:3არ ჰყავდა ვაჟიშვილები, არამედ მხოლოდ ქალიშვილები ცელაფხადს, ხეფერის ძეს, გალაადის ძეს, მაქირის ძეს, მენაშეს ძეს. მის ქალიშვილებს ერქვათ: მახლა, ნოყა, ხოგლა, მილქა და თირცა.
17:4ეახლნენ ისინი ელეაზარ მღვდელს, იესო ნავეს ძეს და მთავრებს და უთხრეს: ნაბრძანები ჰქონდა მოსესთვის უფალს, რომ მოგვეცემოდა სამკვიდრო ჩვენს ნათესავებს შორის. და მიეცათ მათ სამკვიდრო, უფლის ბრძანებისამებრ, მამის ძმებს შორის.
17:5შეხვდა მენაშეს ათი ნაკვეთი, გალაადისა და ბაშანის მიწების გარდა, იორდანეს გაღმა რომ არის.
17:6რადგან მენაშეანთა ქალებმა დაიმკვიდრეს სამკვიდრო ვაჟებთან ერთად, გალაადის მხარე დანარჩენ მენაშეან ვაჟებს ერგოთ.
17:7მენაშეს საზღვარი იყო აშერიდან მოკიდებული მიქმეთათამდე, შექემის გასწვრივ რომ არის. მერე მარჯვნივ მიდის საზღვარი ყენ-თაფუახის მკვიდრი მოსახლეობისკენ.
პარალელური ადგილები: იესო ნავეს ძე 17:5
- იესო ნავეს ძე 17:14ელაპარაკნენ იოსებიანები იესოს და უთხრეს: რატომ მომეცი ერთი წილი სამკვიდრო და ერთი ნაკვეთი, მე ხომ ბევრი ვარ, რადგან ასე და ასე მაკურთხაო უფალმა.
- რიცხვთა 32:30თუ არ გადავლენ დარაზმულნი თქვენთან ერთად, მაშინ თქვენ შორის მიიღებენ წილს ქანაანის ქვეყანაში.
- რიცხვთა 32:42ნობახი წავიდა და აიღო კენათი თავის დაბა-სოფლებიანად და დაარქვა მას თავისი სახელი: ნობახი.
- იესო ნავეს ძე 13:29მისცა მოსემ მენაშეს შტოს ნახევარს და მენაშეანთა ტომის ნახევრისა იყო მათ საგვარეულოთა მიხედვით.
- იესო ნავეს ძე 13:31გალაადის ნახევარი, ყაშთაროთი და ედრეი, ყოგისეული სამეფოს ქალაქები ბაშანში მიეცა მენაშეს ძის, მაქირის შთამომავლებს, მაქირიანთა ნახევარს საგვარეულოთა მიხედვით.
- იესო ნავეს ძე 17:2ჰქონდათ დანარჩენ მენაშეანებს მათი საგვარეულოების მიხედვით: აბიყეზერიანებს, ხელეკიანებს, ასრიელიანებს, შექემიანებს, ხეფერიანებს, შემიდაყიანებს - ესენი არიან მენაშეს შთამომავლები, იოსების ძისა, მამრობითი მოდგმა, მათი საგვარეულოების მიხედვით.
- იესო ნავეს ძე 17:3არ ჰყავდა ვაჟიშვილები, არამედ მხოლოდ ქალიშვილები ცელაფხადს, ხეფერის ძეს, გალაადის ძეს, მაქირის ძეს, მენაშეს ძეს. მის ქალიშვილებს ერქვათ: მახლა, ნოყა, ხოგლა, მილქა და თირცა.
განაგრძე კითხვა: იესო ნავეს ძე 17
სრულად წაიკითხე: იესო ნავეს ძე 17 · გახსენი ბიბლიის მკითხველში