
იესო ნავეს ძე 17:7 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
მენაშეს საზღვარი იყო აშერიდან მოკიდებული მიქმეთათამდე, შექემის გასწვრივ რომ არის. მერე მარჯვნივ მიდის საზღვარი ყენ-თაფუახის მკვიდრი მოსახლეობისკენ.
იესო ნავეს ძე 17:7 · საქართველოს საპატრიარქო
იესო ნავეს ძე 17:7 კონტექსტში
17:5შეხვდა მენაშეს ათი ნაკვეთი, გალაადისა და ბაშანის მიწების გარდა, იორდანეს გაღმა რომ არის.
17:6რადგან მენაშეანთა ქალებმა დაიმკვიდრეს სამკვიდრო ვაჟებთან ერთად, გალაადის მხარე დანარჩენ მენაშეან ვაჟებს ერგოთ.
17:7მენაშეს საზღვარი იყო აშერიდან მოკიდებული მიქმეთათამდე, შექემის გასწვრივ რომ არის. მერე მარჯვნივ მიდის საზღვარი ყენ-თაფუახის მკვიდრი მოსახლეობისკენ.
17:8თაფუახის მხარე მენაშეს ერგო, ხოლო თავად თაფუახი მენაშეს საზღვართან - ეფრემიანებს.
17:9ეშვება საზღვარი კანას ხევისკენ, ხევის სამხრეთით. ეს ქალაქები ეფრემს ეკუთვნის მენაშეს ქალაქებს შორის. მენაშეს საზღვარი ხევის ჩრდილოეთით გადის და ზღვასთან წყდება.
პარალელური ადგილები: იესო ნავეს ძე 17:7
- იესო ნავეს ძე 21:21მისცეს მათ კაცისმკვლელთა თავშესაფარი ქალაქი შექემი, თავისი სანახებითურთ ეფრემის მთაზე, და გეზერი თავისი სანახებითურთ;
- შესაქმე 34:2დაინახა იგი შექემმა, იმ ქვეყნის მთავრის, ხივიელი ხამორის ძემ, წაიყვანა, დაწვა მასთან და პატივი აჰხადა.
- იესო ნავეს ძე 16:6მიდის საზღვარი ზღვისკენ მიქმეთათის ჩრდილოეთით და უხვევს საზღვარი თაანათ-შილოს აღმოსავლეთით და ჩაუვლის მას იანოხის აღმოსავლეთით.
- იესო ნავეს ძე 16:8თაფუახიდან მიდის საზღვარი ზღვისკენ, კანას ხევით და წყდება ზღვასთან. ეს არის ეფრემიანთა შტოს სამკვიდრო მათი საგვარეულოების მიხედვით.
- შესაქმე 37:14უთხრა იაკობმა: წადი, გაიგე, როგორ არიან შენი ძმები, როგორ არის ფარა, და მომიტანე ამბავი. გაგზავნა ხებრონის ველიდან და ისიც მივიდა შექემს.
- მსაჯულნი 9:1მივიდა აბიმელექ იერუბაალის ძე შექემში თავის დედის ძმებთან, უთხრა მათ და თავისი დედის მთელ საგვარეულოს.
- იესო ნავეს ძე 24:32იოსების ძვლები, ისრაელიანებმა რომ ამოიტანეს ეგვიპტიდან, დამარხეს შექემში, ყანაში, რომელიც ნაყიდი ჰქონდა იაკობს ას კესიტად შექემის მამის, ხამორის შთამომავალთაგან და რომელიც იოსებიანთა სამკვიდროში მოხვდა.
განაგრძე კითხვა: იესო ნავეს ძე 17
სრულად წაიკითხე: იესო ნავეს ძე 17 · გახსენი ბიბლიის მკითხველში