
იესო ნავეს ძე 2:22 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
წავიდნენ და მივიდნენ მთაში, იქ დარჩნენ სამ დღეს, ვიდრე მდევრები უკან არ გაბრუნდნენ. ეძებეს ისინი მთელ გზაზე მდევრებმა, მაგრამ ვერ მიაგნეს.
იესო ნავეს ძე 2:22 · საქართველოს საპატრიარქო
იესო ნავეს ძე 2:22 კონტექსტში
2:20თუ გათქვამ ამ ჩვენს საქმეს, თავისუფალნი ვარ ფიცისაგან, რომლითაც შენ დაგვაფიცე.
2:21თქვა ქალმა: თქვენის სიტყვისამებრ იყოს. გაისტუმრა და წავიდნენ ისინიც. ხოლო მან სარკმელს გამოაბა მეწამული თოკი.
2:22წავიდნენ და მივიდნენ მთაში, იქ დარჩნენ სამ დღეს, ვიდრე მდევრები უკან არ გაბრუნდნენ. ეძებეს ისინი მთელ გზაზე მდევრებმა, მაგრამ ვერ მიაგნეს.
2:23დაბრუნდა ეს ორი კაცი; მთიდან დაეშვნენ, გაღმა გავიდნენ, მივიდნენ იესო ნავეს ძესთან და უამბეს ყველაფერი, რაც შეემთხვათ.
2:24უთხრეს იესოს: უფალს ჩაუგდია ჩვენს ხელში მთელი ეს ქვეყანა და ქვეყნის მკვიდრნიც დაშინებული ყოფილან ჩვენგან.
პარალელური ადგილები: იესო ნავეს ძე 2:22
- მეფეთა ა 19:10უნდოდა საულს კედელზე მიეგმირა შუბით, მაგრამ გაუსხლტა დავითი და კედელს მოხვდა შუბი. დავითი კი გაიქცა და ასე გადარჩა სიკვდილს იმ ღამით.
- მეფეთა ა 19:12სარკმლიდან გადააპარა მიქალმა დავითი; წავიდა იგი, გაიქცა და ასე გადარჩა.
- მეფეთა ბ 17:20მივიდნენ აბესალომის კაცები ამ ქალთან სახლში და ჰკითხეს: სად არიან ახიმაყაცი და იონათანი? მიუგო ქალმა: წყალს გაღმა გავიდნენ. ეძებეს, მაგრამ ვერ იპოვეს და იერუსალიმში დაბრუნდნენ.
- ფსალმუნები 32:6ამიტომ ილოცავს შენ მიმართ ყველა წმიდანი სვებედნიერ ჟამს; თუნდ იყოს წარღვნა წყალთა მრავალთა, ვერ მისწვდება მას.
- ფსალმუნები 32:7შენ ხარ მფარველი, გაჭირვებისაგან მიცავ, ხსნის სიხარული შემომარტყი გარს. სელა.
განაგრძე კითხვა: იესო ნავეს ძე 2
სრულად წაიკითხე: იესო ნავეს ძე 2 · გახსენი ბიბლიის მკითხველში