
იესო ნავეს ძე 2:21 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
თქვა ქალმა: თქვენის სიტყვისამებრ იყოს. გაისტუმრა და წავიდნენ ისინიც. ხოლო მან სარკმელს გამოაბა მეწამული თოკი.
იესო ნავეს ძე 2:21 · საქართველოს საპატრიარქო
იესო ნავეს ძე 2:21 კონტექსტში
2:19თუ მოხდა და, შენი სახლის კარიდან ვინმე გარეთ გავიდა, მისი სისხლი მის თავზე იყოს. ჩვენ ბრალი არ გვექნება. ხოლო ვინც შენთან იქნება სახლში, მისი სისხლი ჩვენს თავზე იყოს, თუ ვინმემ ხელი გამოიღო მათ წინააღმდეგ.
2:20თუ გათქვამ ამ ჩვენს საქმეს, თავისუფალნი ვარ ფიცისაგან, რომლითაც შენ დაგვაფიცე.
2:21თქვა ქალმა: თქვენის სიტყვისამებრ იყოს. გაისტუმრა და წავიდნენ ისინიც. ხოლო მან სარკმელს გამოაბა მეწამული თოკი.
2:22წავიდნენ და მივიდნენ მთაში, იქ დარჩნენ სამ დღეს, ვიდრე მდევრები უკან არ გაბრუნდნენ. ეძებეს ისინი მთელ გზაზე მდევრებმა, მაგრამ ვერ მიაგნეს.
2:23დაბრუნდა ეს ორი კაცი; მთიდან დაეშვნენ, გაღმა გავიდნენ, მივიდნენ იესო ნავეს ძესთან და უამბეს ყველაფერი, რაც შეემთხვათ.
პარალელური ადგილები: იესო ნავეს ძე 2:21
- მათეს სახარება 7:24ყველას, ვინც ისმენს ჩემს სიტყვებს და ასრულებს მათ, მე ვამსგავსებ გონიერ კაცს, რომელმაც კლდეზე დააშენა თავისი სახლი.
- იოანე 2:5დედამისმა უთხრა მსახურებს: რასაც გეტყვით, აღასრულეთო.
- იესო ნავეს ძე 2:18თუ ეს მეწამული თოკი, რომლითაც ძირს ჩაგვიყვანე, ქვეყანაში ჩვენი შემოსვლისას სარკმელზე არ გექნა გამობმული; შენი დედ-მამა, შენი ძმები და მამაშენის მთელი სახლეული შენთან გყავდეს სახლში.
განაგრძე კითხვა: იესო ნავეს ძე 2
სრულად წაიკითხე: იესო ნავეს ძე 2 · გახსენი ბიბლიის მკითხველში