
იესო ნავეს ძე 21:10 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
აარონის შთამომავლებს კაჰათის საგვარეულოებიდან, ლევიანებს, რადგან პირველად იყარეს წილი,
იესო ნავეს ძე 21:10 · საქართველოს საპატრიარქო
იესო ნავეს ძე 21:10 კონტექსტში
21:8მისცეს ისრაელიანებმა ლევიანებს წილისყრით ეს ქალაქები მათი სანახებითურთ, როგორც ნაბრძანები ჰქონდა მოსესთვის უფალს.
21:9მისცეს იუდაელთა შტოდან და სიმონიანთა შტოდან ეს ქალაქები, რომელთაც უწოდა სახელები.
21:10აარონის შთამომავლებს კაჰათის საგვარეულოებიდან, ლევიანებს, რადგან პირველად იყარეს წილი,
21:11მისცეს ყანოკის მამისეული კირიათ-არბე, ანუ ხებრონი, იუდას მთაზე, თავისი სანახებითა და შემოგარენითურთ.
21:12ქალაქის ყანები და სოფლები საკუთრად მისცეს ქალებ იეფუნეს ძეს.
პარალელური ადგილები: იესო ნავეს ძე 21:10
- იესო ნავეს ძე 21:4ხვდა წილი კაჰათის საგვარეულოებს. ერგოთ წილისყრით აარონ მღვდელის შთამომავლებს, ლევიანებს იუდას შტოდან, სიმონის შტოდან და ბენიამინის შტოდან - ცამეტი ქალაქი.
- გამოსვლა 6:18კეჰათის ძენი: ყამრამი, ხებრონი და ყუზიელი. ხოლო კეჰათის სიცოცხლის ხანი იყო ას ოცდაცამეტი წელი.
- რიცხვთა 3:19კაჰათიანთა - მათი საგვარეულოების მიხედვით: აბრამი, იცჰარი, ხებრონი და ყუზიელი.
- გამოსვლა 6:20შეირთო ყამრამმა იოქებედი, თავისი მამიდა, ცოლად და უშვა ქალმა აარონი და მოსე. ყამრამის სიცოცხლის ხანი იყო ას ოცდაჩვიდმეტი წელი.
- გამოსვლა 6:26ეს ის აარონი და მოსეა, რომელთაც უბრძანა უფალმა: გაიყვანეთ ისრაელიანები ეგვიპტის ქვეყნიდან მწყობრად.
- რიცხვთა 3:27კეჰათიდან მოდის აბრამის საგვარეულო, იცჰარის სგვარეულო, ხებრონის საგვარეულო და ყუზიელის საგვარეულო. ესენია კეჰათის საგვარეულოები.
- რიცხვთა 4:2დაითვალე კეჰათიანები ლევიანებში მათი საგვარეულოების, მათი მამისსახლების მიხედვით,
- რიცხვთა 3:2ესენია აარონიანთა სახელები: პირმშო, ნადაბი, აბიჰუ, ელიაზარი და ითამარი.
განაგრძე კითხვა: იესო ნავეს ძე 21
სრულად წაიკითხე: იესო ნავეს ძე 21 · გახსენი ბიბლიის მკითხველში