
იესო ნავეს ძე 21:11 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
მისცეს ყანოკის მამისეული კირიათ-არბე, ანუ ხებრონი, იუდას მთაზე, თავისი სანახებითა და შემოგარენითურთ.
იესო ნავეს ძე 21:11 · საქართველოს საპატრიარქო
იესო ნავეს ძე 21:11 კონტექსტში
21:9მისცეს იუდაელთა შტოდან და სიმონიანთა შტოდან ეს ქალაქები, რომელთაც უწოდა სახელები.
21:10აარონის შთამომავლებს კაჰათის საგვარეულოებიდან, ლევიანებს, რადგან პირველად იყარეს წილი,
21:11მისცეს ყანოკის მამისეული კირიათ-არბე, ანუ ხებრონი, იუდას მთაზე, თავისი სანახებითა და შემოგარენითურთ.
21:12ქალაქის ყანები და სოფლები საკუთრად მისცეს ქალებ იეფუნეს ძეს.
21:13აარონ მღვდლის შთამომავლებს მისცეს კაცისმკვლელთა თავშესაფარი ქალაქი - ხებრონი თავისი სანახებითურთ და ლიბნა თავისი სანახებითურთ,
პარალელური ადგილები: იესო ნავეს ძე 21:11
- ნეშტთა შორისა ა 6:55მენაშეს ტომის ნახევრიდან ყანერი თავისი სანახებით და ბილყამი თავისი სანახებით მისცეს კეჰათიანთა დანრჩენ საგვარეულოს.
- ლუკას სახარება 1:39ადგა მარიამი იმ დღეებში და სასწრაფოდ მიაშურა მთიანეთს, იუდას ქალაქს.
- შესაქმე 35:27მივიდა იაკობი ისაკთან, მამამისთან, მამრეში, კირიათარბეში, ანუ ხებრონში, სადაც მდგმურობდნენ აბრაამი და ისაკი.
- მეფეთა ბ 5:1მოვიდა ისრაელის ყველა შტო დავითთან ხებრონს და ასე უთხრეს: აჰა, შენი ძვალი და ხორცი ვართ ყველანი.
- მეფეთა ბ 5:5ხებრონში შვიდ წელიწადს და ექვს თვეს მეფობდა იგი იუდაზე; იერუსალიმში მეფობდა ოცდაცამეტი წელი მთელ ისრაელზე და იუდაზე.
- იესო ნავეს ძე 15:54ხუმტა, კირიათ-არბაყი ანუ ხებრონი და ციყორი - ცხრა ქალაქი თავისი დაბებითურთ.
- მსაჯულნი 1:10გაილაშქრა იუდამ ხებრონში მცხოვრებ ქანაანელებზე (უწინ ჰებრონს კირიათ-არბა ერქვა); დაამარცხეს შეშაი, ახიმანი და თალმაი.
- მეფეთა ბ 15:7ორმოცი წლის თავზე უთხრა აბესალომმა მეფეს: წავალ ხებრონში და შევუსრულებ უფალს აღთქმას, რომელიც აღთქმული მაქვს.
განაგრძე კითხვა: იესო ნავეს ძე 21
სრულად წაიკითხე: იესო ნავეს ძე 21 · გახსენი ბიბლიის მკითხველში