
იესო ნავეს ძე 21:3 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
მისცეს ისრაელიანებმა ლევიანებს წილი თავიანთი სამკვიდროდან, უფლის ბრძანებისებრ, ეს ქალაქები მათი სანახებითურთ.
იესო ნავეს ძე 21:3 · საქართველოს საპატრიარქო
იესო ნავეს ძე 21:3 კონტექსტში
21:1მივიდნენ ლევიანთა მამამთავრები ელეაზარ მღვდელთან, იესო ნავეს ძესთან და ისრაელიანთა შტოთა მამამთავრებთან.
21:2ასე ელაპარაკნენ მათ სილოამში, ქანაანელთა ქვეყანაში: ნაბრძანები აქვს უფალს მოსეს პირით, რომ მოგვცეს ქალაქები საცხოვრებლად და მათი სანახები პირუტყვისათვის.
21:3მისცეს ისრაელიანებმა ლევიანებს წილი თავიანთი სამკვიდროდან, უფლის ბრძანებისებრ, ეს ქალაქები მათი სანახებითურთ.
21:4ხვდა წილი კაჰათის საგვარეულოებს. ერგოთ წილისყრით აარონ მღვდელის შთამომავლებს, ლევიანებს იუდას შტოდან, სიმონის შტოდან და ბენიამინის შტოდან - ცამეტი ქალაქი.
21:5ხოლო კაჰათის დანარჩენ შთამომავალთ ეფრემის შტოს საგვარეულოებიდან, დანის შტოდან და მენაშეს შტოს ნახევრიდან - წილისყრით ათი ქალაქი.
პარალელური ადგილები: იესო ნავეს ძე 21:3
- შესაქმე 49:7წყეულიმც იყოს მათი რისხვა, რადგან შეუპოვარია, და მათი გულისწყრომა, რადგან სასტიკია! დავაქუცმაცებ მათ იაკობში და მიმოვფანტავ ისრაელში!
- მეორე სთვლისაება 33:8ლევისთვის თქვა: შენი თუმიმი და ურიმი შენს მადლიან კაცს, რომელიც მასაში გამოცადე და ედავებოდი მერიბას წყლებთან!
- მეორე სთვლისაება 33:10ასწავლიან შენს სამართალს იაკობს და შენს რჯულს - ისრაელს, მოგართმევენ საკმეველს საყნოსელად და აღსავლენ მსხვერპლს სამსხვერპლოზე.
- ნეშტთა შორისა ა 6:54აიალონი თავისი სანახებით და გათ-რიმონი თავისი სანახებით.
განაგრძე კითხვა: იესო ნავეს ძე 21
სრულად წაიკითხე: იესო ნავეს ძე 21 · გახსენი ბიბლიის მკითხველში