
იესო ნავეს ძე 21:22 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
კიბცაიმი თავისი სანახებითურთ და ბეთ-ხორონი თავისი სანახებითურთ - ოთხი ქალაქი.
იესო ნავეს ძე 21:22 · საქართველოს საპატრიარქო
იესო ნავეს ძე 21:22 კონტექსტში
21:20კაჰათის საგვარეულოებს, ლევიანებს - კაჰათის დანარჩენ შთამომავლობას ერგოთ წილისყრით ქალაქები ეფრემის შტოდან.
21:21მისცეს მათ კაცისმკვლელთა თავშესაფარი ქალაქი შექემი, თავისი სანახებითურთ ეფრემის მთაზე, და გეზერი თავისი სანახებითურთ;
21:22კიბცაიმი თავისი სანახებითურთ და ბეთ-ხორონი თავისი სანახებითურთ - ოთხი ქალაქი.
21:23დანის შტოდან: ელთეკე თავისი სანახებითურთ და გიბეთონი თავისი სანახებითურთ,
21:24აიალონი თავისი სანახებითურთ და გათ-რიმონი თავისი სანახებითურთ - ოთხი ქალაქი.
პარალელური ადგილები: იესო ნავეს ძე 21:22
- იესო ნავეს ძე 16:3ეშვება ზღვისკენ, იაფლეტის საზღვართან ქვემო ბეთ-ხორონის საზღვრამდე და გაზერამდე, და წყდება ზღვასთან.
- იესო ნავეს ძე 18:13აქედან ლუზისკენ, ლუზის ანუ ბეთელის, სამხრეთით გადის საზღვარი და ეშვება საზღვარი ყატაროთადარისკენ, მთაზე, რომელიც ქვემო ბეთ-ხორონის სამხრეთით არის.
- იესო ნავეს ძე 18:14უხვევს საზღვარი და მიემართება დასავლეთისკენ მთის სამხრეთ კალთებზე, ბეთ-ხორონის გასწვრივ რომ არის სამხრეთით, და წყდება კირიათ-ბაყალთან ანუ კირიათ-იეყარიმთან, იუდაელთა ქალაქთან. ეს დასავლეთი მხარეა.
- იესო ნავეს ძე 16:5ჰქონდათ საზღვარი ეფრემიანებს მათ საგვარეულოთა მიხედვით; მათი სამკვიდროს აღმოსავლეთი საზღვარი იყო ყატაროთ-ადარიდან ზემო ბეთ-ხორონამდე.
განაგრძე კითხვა: იესო ნავეს ძე 21
სრულად წაიკითხე: იესო ნავეს ძე 21 · გახსენი ბიბლიის მკითხველში