
იესო ნავეს ძე 22:12 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
გაიგეს ისრაელიანებმა და შეიკრიბა ისრაელიანთა მთელი საზოგადოება სილოამში მათ წინააღმდეგ გასალაშქრებლად.
იესო ნავეს ძე 22:12 · საქართველოს საპატრიარქო
იესო ნავეს ძე 22:12 კონტექსტში
22:10მიადგნენ იორდანეს სანახებს ქანაანის ქვეყანაში და ააშენეს იქ რეუბენიანებმა, გადიანებმა და მენაშეს შტოს ნახევარმა სამსხვერპლო იორდანესთან, დიდი სამსხვერპლო გამოსაჩენად.
22:11გაიგეს ისრაელიანებმა და თქვეს: აჰა, რეუბენიანებმა, გადიანებმა და მენაშეს ნახევარმა შტომ ააშენეს სამსხვერპლო ქანაანის ქვეყანაში, იორდანეს სანახებში, ისრაელიანთა მხარეს.
22:12გაიგეს ისრაელიანებმა და შეიკრიბა ისრაელიანთა მთელი საზოგადოება სილოამში მათ წინააღმდეგ გასალაშქრებლად.
22:13გააგზავნეს ისრაელიანებმა რეუბენიანებთან, გადიანებთან და მენაშეს შტოს ნახევართან გალაადის მხარეში ფინხას ელეაზარის ძე, მღვდელი.
22:14გააყოლეს ათი თავკაცი, თითო თავკაცი თითო საგვარეულოზე ისრაელის შტოდან; საგვარეულოს თითოეული თავკაცი ისრაელის ათასეულის უფროსი იყო.
პარალელური ადგილები: იესო ნავეს ძე 22:12
- რომაელთა მიმართ 10:2ვუმოწმებ მათ, რომ აქვთ საღმრთო შური, მაგრამ უცოდნელად.
- მსაჯულნი 20:1გამოვიდა მთელი ისრაელობა და შეიკრიბა საზოგადოება, როგორც ერთი კაცი, დანიდან ბეერ-შებამდე და გალაადის ქვეყანა უფლის წინაშე მიცფაში.
- მსაჯულნი 20:11ერთი კაცივით ერთპირად შეიკრიბა ქალაქის წინააღმდეგ ყველა ისრაელიანი.
- მეორე სთვლისაება 13:15მახვილით დახოცე იმ ქალაქის მცხოვრებნი, დაარისხე ქალაქი და ყველაფერი, რაც მასშია. მისი საქონელიც მახვილით დახოცე.
- გალატელთა მიმართ 4:17თქვენდა სასიკეთოდ როდი მცდელობენ, არამედ სურთ ჩვენგან გაგრიყონ, რათა თავი გამოიდოთ მათთვის.
- გალატელთა მიმართ 4:18მაგრამ სასიკეთოა მუდმივი მცდელობა სიკეთისათვის, და არა მარტო მაშინ, როცა თქვენთანა ვარ.
- იესო ნავეს ძე 18:1შეიყარა ისრაელიანთა მთელი საზოგადოება სილოამში და დადგეს იქ სადღესასწაულო კარავი. მათ წინაშე დამორჩილებული იყო ქვეყანა.
- მოციქულთა საქმენი 11:2და როცა პეტრე ავიდა იერუსალიმს, წინადაცვეთილებმა ყვედრება დაუწყეს
განაგრძე კითხვა: იესო ნავეს ძე 22
სრულად წაიკითხე: იესო ნავეს ძე 22 · გახსენი ბიბლიის მკითხველში