
იესო ნავეს ძე 22:13 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
გააგზავნეს ისრაელიანებმა რეუბენიანებთან, გადიანებთან და მენაშეს შტოს ნახევართან გალაადის მხარეში ფინხას ელეაზარის ძე, მღვდელი.
იესო ნავეს ძე 22:13 · საქართველოს საპატრიარქო
იესო ნავეს ძე 22:13 კონტექსტში
22:11გაიგეს ისრაელიანებმა და თქვეს: აჰა, რეუბენიანებმა, გადიანებმა და მენაშეს ნახევარმა შტომ ააშენეს სამსხვერპლო ქანაანის ქვეყანაში, იორდანეს სანახებში, ისრაელიანთა მხარეს.
22:12გაიგეს ისრაელიანებმა და შეიკრიბა ისრაელიანთა მთელი საზოგადოება სილოამში მათ წინააღმდეგ გასალაშქრებლად.
22:13გააგზავნეს ისრაელიანებმა რეუბენიანებთან, გადიანებთან და მენაშეს შტოს ნახევართან გალაადის მხარეში ფინხას ელეაზარის ძე, მღვდელი.
22:14გააყოლეს ათი თავკაცი, თითო თავკაცი თითო საგვარეულოზე ისრაელის შტოდან; საგვარეულოს თითოეული თავკაცი ისრაელის ათასეულის უფროსი იყო.
22:15მივიდნენ რეუბენიანებთან, გადიანებთან და მენაშეს შტოს ნახევართან გალაადის მხარეში და ასე ელაპარაკნენ მათ:
პარალელური ადგილები: იესო ნავეს ძე 22:13
- რიცხვთა 25:7დაინახა ეს აარონ მღვდლის ძის, ელეაზარის ძემ ფინხასმა, წამოდგა საზოგადოებაში და ხელში შუბი იპყრა.
- ფსალმუნები 106:30წამოდგა ფინხასი და ილოცა, და შეჩერდა მომსრველი სენი.
- ფსალმუნები 106:31ჩაეთვალა მას მოწყალებად თაობიდან თაობამდე, სამარადჟამოდ.
- მსაჯულნი 20:28და ფინხასი, ძე ელეაზარისა, აარონის ძისა, იყო მის წინამდგომლად): ისევ გავიდე ჩემს ძმასთან, ბენიამინთან, საბრძოლველად? უთხრა უფალმა: გაილაშქრეთ, რადგან ხვალ ხელში ჩაგაგდებინებთ მას.
- გამოსვლა 6:25ითხოვა ელიაზარმა, აარონის ძემ, ცოლად ფუტიელის ერთ-ერთი ასული და უშვა ქალმა ფინხასი. ესენი არიან ლევიანთა მამამთავარნი თავ-თავისი საგვარეულოების მიხედვით.
- იგავესნი 20:18გეგმები ბჭობაში მტკიცდება; გონივრულად გაემზადე საომრად.
- რიცხვთა 25:11ფინხასმა, აარონ მღვდლის ძის, ელეაზარის ძემ, აარიდა ჩემი რისხვა ისრაელიანებს, რადგან მათ შორის შური აღეძრა ჩემ გამო, და მე არ გავწყვიტე ისრაელიანები ჩემი შურით.
- რიცხვთა 25:13იყოს მისთვის და მისი შთამომავლობისთვის სამარადისო მღვდლობის აღთქმად იმის სანაცვლოდ, რომ შურით აღივსო თავისი ღმერთის გამო და გამოითხოვა ისრაელის პატიება.
განაგრძე კითხვა: იესო ნავეს ძე 22
სრულად წაიკითხე: იესო ნავეს ძე 22 · გახსენი ბიბლიის მკითხველში