
იესო ნავეს ძე 23:1 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
მრავალი ხანი გამოხდა მას შემდეგ, რაც მოასვენა უფალმა ისრაელი გარეშემო მტრებისაგან, და მოხუცდა იესო, ხანში შევიდა.
იესო ნავეს ძე 23:1 · საქართველოს საპატრიარქო
იესო ნავეს ძე 23:1 კონტექსტში
23:1მრავალი ხანი გამოხდა მას შემდეგ, რაც მოასვენა უფალმა ისრაელი გარეშემო მტრებისაგან, და მოხუცდა იესო, ხანში შევიდა.
23:2მოუხმო იესომ მთელ ისრაელს, მის უხუცესებს, მის თავკაცებს, მის მსაჯულებს, მის ზედამხედველებს და უთხრა მათ: მე დავბერდი, ხანში შევედი.
23:3თქვენი თვალით გაქვთ ნანახი ყველაფერი, რაც უფალმა, თქვენმა ღმერთმა დამართა ყველა ამ ხალხს თქვენ წინაშე, რადგან უფალი, თქვენი ღმერთი იყო, თქვენთვის რომ იბრძოდა.
პარალელური ადგილები: იესო ნავეს ძე 23:1
- იესო ნავეს ძე 13:1დაბერდა იესო, ხანში შევიდა. უთხრა მას უფალმა: დაბერდი შენ, ხანში შეხვედი, მიწა კი კიდევ ბევრი დარჩა დასამკვიდრებელი.
- იესო ნავეს ძე 21:44მოასვენა ისინი უფალმა ყოველის მხრიდან, როგორც დაჰპირდა მათ მამა-პაპას. ვერა მტერი ვერ უმკლავდებოდა მათ, ყველანი ხელში ჩაუგდო მათ უფალმა.
- იესო ნავეს ძე 11:23დაიპყრო იესომ მთელი ქვეყანა, როგორც ეუბნებოდა უფალი მოსეს, და მისცა იგი იესომ ისრაელს სამკვიდროდ, შტოებისთვის დასანაწილებლად. დაისვენა ბრძოლისგან ქვეყანამ.
- მეორე სთვლისაება 31:2უთხრა მათ: ასოცი წლისა ვარ ახლა, აღარ შემიძლია გამოსვლა და შესვლა. უფალმა მითხრა: ვერ გადახვალ ამ იორდანეს.
- შესაქმე 25:8აღესრულა და მოკვდა აბრაამი ტკბილ სიბერეში, მოხუცებული და ხანსრული, და შეერთო თავის ხალხს.
- იესო ნავეს ძე 22:4ახლა კი დაასვენა უფალმა, თქვენმა ღმერთმა, თქვენი ძმები, როგორც ნათქვამი ჰქონდა მათთვის. ახლა გაბრუნდით და წადით თქვენ-თქვენს კარვებში, თქვენსკუთვნილ მიწაზე, რომელიც მოუცია თქვენთვის მოსეს, უფლის მორჩილს, იორდანეს გაღმა.
- ფსალმუნები 46:9შეწყვეტს ომებს დედამიწის კიდით-კიდემდე, მშვილდს შემუსრავს და შუბს დაამსხვრევს, ეტლებს დაბუგავს ცეცხლით.
განაგრძე კითხვა: იესო ნავეს ძე 23
სრულად წაიკითხე: იესო ნავეს ძე 23 · გახსენი ბიბლიის მკითხველში