
იესო ნავეს ძე 21:44 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
მოასვენა ისინი უფალმა ყოველის მხრიდან, როგორც დაჰპირდა მათ მამა-პაპას. ვერა მტერი ვერ უმკლავდებოდა მათ, ყველანი ხელში ჩაუგდო მათ უფალმა.
იესო ნავეს ძე 21:44 · საქართველოს საპატრიარქო
იესო ნავეს ძე 21:44 კონტექსტში
21:42მათ ეკუთვნოდათ ეს ქალაქები, თითოეული ქალაქი თავისი გარეშემო სანახითურთ. ასე იყო ყოველი ქალაქისთვის.
21:43მისცა უფალმა ისრაელს მთელი ქვეყანა, რომლის მიცემასაც დაჰპირდა მათ მამა-პაპას. მათაც დაისაკუთრეს იგი და დამკვიდრდნენ იქ.
21:44მოასვენა ისინი უფალმა ყოველის მხრიდან, როგორც დაჰპირდა მათ მამა-პაპას. ვერა მტერი ვერ უმკლავდებოდა მათ, ყველანი ხელში ჩაუგდო მათ უფალმა.
21:45არ გაცუდებულა არცერთი სასიკეთო სიტყვა, რომელიც კი ისრაელის სახლისთვის უთქვამს უფალს, ყველაფერი ახდა.
პარალელური ადგილები: იესო ნავეს ძე 21:44
- იესო ნავეს ძე 11:23დაიპყრო იესომ მთელი ქვეყანა, როგორც ეუბნებოდა უფალი მოსეს, და მისცა იგი იესომ ისრაელს სამკვიდროდ, შტოებისთვის დასანაწილებლად. დაისვენა ბრძოლისგან ქვეყანამ.
- ებრაელთა მიმართ 4:9ამიტომ ღვთის ხალხს კვლავ რჩება შაბათობა.
- მეორე სთვლისაება 31:3თავად უფალი, შენი ღმერთი, გადაგიძღვება, ის გაწყვეტს ამ ხალხებს შენ წინაშე და დაიმკვიდრებ მათ ქვეყანას. იესო გადაგიძღვება, როგორც თქვა უფალმა.
- მეორე სთვლისაება 31:5ხელში ჩაგიგდებს მათ უფალი და მოექცევი მათ იმ მცნების თანახმად, როგორც გამოცხადებული მაქვს თქვენთვის.
- გამოსვლა 23:31დაგიდებ საზღვარს მეწამული ზღვიდან ფილისტიმელთა ზღვამდე, უდაბნოდან მდინარემდე, როდესაც ხელში ჩაგაგდებინებ ქვეყნის მკვიდრთ და მოიშორებ მათ.
- მეორე სთვლისაება 7:22თანდათანობით მოგაშორებს უფალი, შენი ღმერთი ამ ხალხებს. მალე არ უნდა გადააშენო ისინი, რომ არ იმრავლონ შენზე ველის მხეცებმა.
- მეორე სთვლისაება 7:24ხელში ჩაგაგდებინებს მათ მეფეებს და მოსპობ მათ სახენებელს.
- იესო ნავეს ძე 22:9გაბრუნდნენ რეუბენიანები, გადიანები და მენაშეს ნახევარი შტო ისრაელიანთაგან სილოამიდან, ქანაანის ქვეყანაში რომ არის, და წავიდნენ გალაადის ქვეყანაში, თავიანთ წილხვედრილ ქვეყანაში, სადაც უნდა დასახლებულიყვნენ უფლის ბრძანებით, მოსემ რომ ამცნო მათ.
განაგრძე კითხვა: იესო ნავეს ძე 21
სრულად წაიკითხე: იესო ნავეს ძე 21 · გახსენი ბიბლიის მკითხველში