
იესო ნავეს ძე 23:12 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
თუ განდგებით და მიეწებებით ამ დანარჩენ ხალხს, თქვენ შორის რომ დარჩნენ, დაუმოყვრდებით მათ და ასე შეერევით ერთმანეთს,
იესო ნავეს ძე 23:12 · საქართველოს საპატრიარქო
იესო ნავეს ძე 23:12 კონტექსტში
23:10ერთი თქვენიანი განდევნის მათ ათასს, რადგან თავად უფალი, თქვენი ღმერთი იბრძვის თქვენთვის, როგორც შეპირებული იყო.
23:11ეცადეთ, კვლავ თქვენივე სიცოცხლისათვის, რომ გიყვარდეთ უფალი, თქვენი ღმერთი.
23:12თუ განდგებით და მიეწებებით ამ დანარჩენ ხალხს, თქვენ შორის რომ დარჩნენ, დაუმოყვრდებით მათ და ასე შეერევით ერთმანეთს,
23:13იცოდეთ, აღარ აჰყრის უფალი თქვენგან ამ ხალხებს, არამედ მახედ და ხაფანგად, შოლტად ექცევიან თქვენს ფერდებს, ეკლად ჩაგესობიან თვალში, ვიდრე არგადაშენდებით ამ მადლიანი მიწიდან, რომელიც უფალმა, თქვენმა ღმერთმა მოგცათ თქვენ.
23:14აჰა, დღეს მივდივარ წუთისოფლის წესისამებრ. მთელი თქვენი გულითა და სულით შეიგნეთ, რომ არცერთი სიტყვა არ გაცუდებულა იმ სასიკეთო სიტყვებიდან, რაც თქვენზე უთქვამს უფალს, თქვენს ღმერთს.
პარალელური ადგილები: იესო ნავეს ძე 23:12
- მეორე სთვლისაება 7:3არ დაუმოყვრდე, არ გაათხოვო შენი ქალიშვილი მის ვაჟზე და არ მოუყვანო შენს ვაჟს მისი ქალიშვილი ცოლად,
- სოფონია 1:6მათ, ვინც განუდგნენ უფალს და აღარ ეძიებდნენ უფალს, და აღარ კითხულობდნენ.
- ეზექიელი 18:24თუ მართალი მიიქცევა თავისი სიმართლისგან და ჩაიდენს უკეთურებას, ჩაიდენს ყველა სისაძაგლეს, რასაც ბოროტეული სჩადის, იცოცხლებს განა? ყოველი სიკეთე, რაც გაუკეთებია, არ გაუხსენდება; მისი ვერაგობის გამო, რაც ივერაგა, და ცოდვის გამო, რაც შესცოდა, ამათ გამო მოკვდება.
- პეტრეს ეპისტოლე ბ 2:18ვინაიდან თავიანთი მაღალფარდოვანი ფუჭსიტყვაობით ხორციელ გულისთქმათა სიბილწეში იტყუებენ იმათ, რომელნიც ოდნავ ჩამორჩნენ საცდურში დანთქმულთ.
- პეტრეს ეპისტოლე ბ 2:22სწორედ მათზე თქმულა მართალი ანდაზა: ძაღლი მიუბრუნდა თავის ნარწყევს და ნაბანი ღორი კვლავ წუმპეში ჩაგორდა.
- შესაქმე 34:3გული შეუვარდა დინაზე, იაკობის ასულზე, შეუყვარდა ყმაწვილი ქალი და ცდილობდა მისი გულის დამშვიდებას.
- ფსალმუნები 106:34არ მოსპეს ხალხები, უფალმა რომ უთხრა მათ.
- ფსალმუნები 106:35აირივნენ ხალხებში და შეისწავლეს მათი საქმეები.
განაგრძე კითხვა: იესო ნავეს ძე 23
სრულად წაიკითხე: იესო ნავეს ძე 23 · გახსენი ბიბლიის მკითხველში