
ფსალმუნი 106:34 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
არ მოსპეს ხალხები, უფალმა რომ უთხრა მათ.
ფსალმუნი 106:34 · საქართველოს საპატრიარქო
ფსალმუნი 106:34 კონტექსტში
პარალელური ადგილები: ფსალმუნი 106:34
- მსაჯულნი 1:21მაგრამ იებუსეველები - იერუსალიმის მკვიდრნი ვერ აჰყარეს ბენიამინიანებმა და იებუსეველები დღემდე ცხოვრობენ იერუსალიმში ბენიამინიანთა გვერდით.
- მეორე სთვლისაება 7:16შენ შთანთქავ ყველა ხალხს, რომელსაც გაძლევს უფალი, შენი ღმერთი. ნუ შეიწყალებს მათ შენი თვალი. არ სცე თაყვანი მათ ღმერთებს, რადგან ხაფანგი იქნება ეს შენთვის.
- მეორე სთვლისაება 7:2ხელში ჩაგაგდებინებს და შენც დაამარცხებ მათ, დაარისხე ისინი, არ შეკრა მათთან კავშირი და არც დაინდო.
- იესო ნავეს ძე 23:12თუ განდგებით და მიეწებებით ამ დანარჩენ ხალხს, თქვენ შორის რომ დარჩნენ, დაუმოყვრდებით მათ და ასე შეერევით ერთმანეთს,
- იესო ნავეს ძე 23:13იცოდეთ, აღარ აჰყრის უფალი თქვენგან ამ ხალხებს, არამედ მახედ და ხაფანგად, შოლტად ექცევიან თქვენს ფერდებს, ეკლად ჩაგესობიან თვალში, ვიდრე არგადაშენდებით ამ მადლიანი მიწიდან, რომელიც უფალმა, თქვენმა ღმერთმა მოგცათ თქვენ.
- მათეს სახარება 17:19მაშინ მოწაფეებმა დაიმარტოხელეს იესო და ჰკითხეს: რატომ ჩვენ ვერ შევძელით მისი განდევნა?
- მათეს სახარება 17:20ხოლო იესომ მიუგო მათ: თქვენი მცირე რწმენის გამო: თუ გექნებათ მდოგვის მარცვლის ოდენა რწმენა, უბრძანეთ ამ მთას: გადაადგილდიო, და ისიც გადაადგილდება, და არაფერი იქნება შეუძლებელი თქვენთვის.
- რიცხვთა 33:55თუ არ აჰყრით ქვეყნის მკვიდრთ, იქ დარჩენილნი ეკლად ექცევიან თქვენს თვალებს და ნემსებად - თქვენს ფერდებს, შეგავიწროებენ იმ ქვეყანაში, სადაც იცხოვრებთ.
განაგრძე კითხვა: ფსალმუნი 106
სრულად წაიკითხე: ფსალმუნი 106 · გახსენი ბიბლიის მკითხველში