
იესო ნავეს ძე 24:27 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
უთხრა იესომ მთელ ერს: აჰა, ეს ქვა იყოს ჩვენს მოწმედ, რადგან მან მოისმინა ყოველი სიტყვა, რაც უფალმა გვითხრა ჩვენ. იყოს თქვენს მოწმედ, რათა არ უარყოთ თქვენი ღმერთი.
იესო ნავეს ძე 24:27 · საქართველოს საპატრიარქო
იესო ნავეს ძე 24:27 კონტექსტში
24:25დადო იესომ აღთქმა ერთან იმ დღეს და მისცა მათ წესი და სამართალი შექემში.
24:26ჩასწერა იესომ ეს სიტყვები საღვთო რჯულის წიგნში, აიღო დიდი ქვა და აღმართა იქ, მუხის ქვეშ, უფლის საწმიდართან რომ იდგა.
24:27უთხრა იესომ მთელ ერს: აჰა, ეს ქვა იყოს ჩვენს მოწმედ, რადგან მან მოისმინა ყოველი სიტყვა, რაც უფალმა გვითხრა ჩვენ. იყოს თქვენს მოწმედ, რათა არ უარყოთ თქვენი ღმერთი.
24:28გაისტუმრა იესომ ერი, თითოეული თავის სამკვიდროში.
24:29ამ ამბების შემდეგ მოკვდა იესო ნავეს ძე, უფლის მორჩილი, ას ათი წლისა.
პარალელური ადგილები: იესო ნავეს ძე 24:27
- ლუკას სახარება 19:40ხოლო იესომ მიუგო: გეუბნებით: ესენი რომ დადუმდნენ, ქვები დაიწყებენ ღაღადს.
- იესო ნავეს ძე 22:34უწოდეს რეუბენიანებმა და გადიანებმა ამ სამსხვერპლოს ყედი (მოწმე), რადგან მოწმე არისო იგი ჩვენ შორის, რომ ღმერთია უფალი.
- მათეს სახარება 10:33ხოლო ვინც უარმყოფს კაცთა წინაშე, მეც უარვყოფ ჩემი ზეციერი მამის წინაშე.
- მეორე სთვლისაება 31:26აიღეთ ეს რჯულის წიგნი და გვერდით დაუდევით უფლის, შენი ღმერთის აღთქმის კიდობანს, და იყოს იქ შენს მოწმედ.
- იესო ნავეს ძე 22:27არამედ იმისათვის, რომ მოწმე იყოს ჩვენ და თქვენ შორის, ჩვენს მომავალ თაობებს შორის, რომ ჩვენც ვემსახურებოდით უფალს ჩვენი აღსავლენით, საკლავით და სამადლობელით, რომ არ უთხრან ხვალ თქვენმა შვილებმა ჩვენს შვილებს, წილი არა გაქვთო უფალში.
- იესო ნავეს ძე 22:28ვიფიქრეთ: როცა ასე გვეტყვიან ჩვენ და ჩვენ შემდგომ თაობას, მივუგებთ: აჰა, უფლის სამსხვერპლო, რომელიც ჩვენმა მამა-პაპამ ააშენა არა აღსავლენისათვის და საკლავისთვის, არამედ რათა მოწმე ყოფილიყო იგი ჩვენ და თქვენ შორის.
- მეფეთა ა 7:12აიღო სამუელმა ერთი ლოდი და დადო იგი მიცფასა და კლდის შვერილს შორის, თქვა: აქამდე შეგვეწია უფალი. და უწოდა იმ ადგილს სახელად ებენ-ყეზერი (ქვა შეწევნისა).
- იგავესნი 30:9რომ გამაძღარმა არ უარგყო და არა ვთქვა, ვინ არის უფალიო? ხოლო გაღატაკებულმა არ ვიქურდო და ჩემი ღვთის სახელს არ შევცოდო.
განაგრძე კითხვა: იესო ნავეს ძე 24
სრულად წაიკითხე: იესო ნავეს ძე 24 · გახსენი ბიბლიის მკითხველში